Digest Logo

მერაბ კოსტავამ 13 თვე იშიმშილა, მას ხელოვნურად კვებავდნენ - რა დაწერა შიმშილობის მერვე თვეს საქართველოს ეროვნულმა გმირმა

1636289014
მერაბ კოსტავა

საქართველოს ეროვნულმა გმირმა, მერაბ კოსტავამ 13 თვეზე მეტი იშიმშილა. ირკუტსკში გადასახლებულმა 1984 წელს უვადო შიმშილობა გამოაცხადა და ეს შიმშილობა გაგრძელდა ზუსტად წელიწადი და თვენახევარი. მას საბჭოთა ხელისუფლება ხელოვნურად კვებავდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია წერს:

„მერაბ კოსტავამ ირკუტსკის ლაგერში 13 თვეზე მეტხანს იშიმშილა, იმის ხარჯზე, რომ მას ხელოვნურად კვებავდნენ. ეს მის ვრცელ ლექსშიც არის ნახსენები (ჰქვია “შიმშილობა”) რომელიც იქ ყოფნისას დაწერა: ,,და ხელოვნურად ვისაც კვებავენ, / შეუნელებელს განიცდის შიმშილს”. კვება კი ხდებოდა შლანგით, რომელსაც პირში სჩრიდნენ, თუ წინააღმდეგობას გაუწევდი, შესაძლოა კბილები დაზიანებულიყო, ამიტომაც არ ღირდა ეს. მერე კი მოშიმშილეს პირში ასხამდნენ ფქვილის, შაქრის, რძის და კვერცხის ცილის ნარევს”.

ცირა ელისაშვილი კი წერს:

„სრულიად ამაზრზენი და გულის ამრევია ხელისუფლების მიერ გავრცელებული კადრები მოშიმშილე პატიმარზე.
წარმომიდგენია, ეს ხელისუფლება რას იტყოდა, ირკუტსკში გადასახლებულ მერაბ კოსტავაზე, რომელმაც 1984 წელს უვადო შიმშილობა გამოაცხადა და ეს შიმშილობა გაგრძელდა წელიწადი და თვენახევარი. დიახ, წელიწადი და თვენახევარი!

მერაბმა შიმშილობის მერვე თვეს დაწერა პოემა „შიმშილობა”, რომელიც ასე მთავრდება:

„წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო.“

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები

🔵პატიმრობა 17 წლის ასაკში, შვილის სუიციდი, კოლონიის დამლაგებლობაზე უარის თქმა და „ურჩი პატიმარი“ - „ერის სინდისის“ - მერაბ კოსტავას პორტრეტი

🔵„ასე იდგა, ყველაზე ხმაურიან ადგილას, შუა ქუჩაში და მაინც მთელ სამყაროს მოწყვეტილი“ - სააკაშვილის აქამდე უცნობი ფოტო და ისტორია

🔵„მირჩევნია, დავრჩე იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, სანამ ამ სიტუაციას არ დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება“ - წერილი ციხიდან

🔵„ვიცი ბევრი ჟურნალისტი, რომელიც სააკაშვილს ჰყავს გაუპატიურებული“ - იუნა შაფათავას სკანდალური განცხადება