
მსახიობი თამუნა ნიკოლაძე გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ სტუმარი იყო. მან პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის და ადამიანს სანამ ცოცხალია ყველაფრის გაკეთების უნარი აქვს.
როგორც თავად ამბობს, პირველი სიყვარულის დრამატულად დამთავრების შემდეგ იყო შიში, რამაც ახალი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინა.
„მქონდა ლამაზი, მოწესრიგებული პირადი ცხოვრება, მაგრამ დამთავრდა... დრამატული ფინალი იყო...“ - ამბობს ნიკოლაძე.