Digest Logo

🎥 „ნარკოტიკი არასოდეს არ გამომიყენებია...ადამიანი თავისი ჩაცმულობით საუბრობს, მაგრამ ზოგი იტყუება კიდეც“ - გია ჯაჯანიძე

1747738219
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად იგი „იუთუბის“ არხზე პოდკასტში „დიდი ქვიზი“ სტუმარი იყო, სადაც ცხოვრების საინტერესო და მხიარული ისტორიები გაიხსენა.

„შეიძლება, ადამიანები ამ ცხოვრებაში დაიბადონ ბევრჯერ. როგორც ამბობენ, მე ვარ ბებერი სული და ბევრჯერ ვარ მოსული ამ სამყაროში, ამის ბევრი მაგალითი მაქვს და დავეთანხმე. ამერიკაში ჩავედი, არ მიკვირდა არაფერი, იტალიაშიც ჩვეულებრივი იყო ყველაფერი, აქედან გამომდინარე მივხვდი, რომ ვარ ბებერი სული. ოღონდ ეს კი არ ვიცი მართალი არის თუ არა, მაგრამ მომწონს და მჯერა. რომ მითხრა რამე ფრინველი ხარო, ჭიკჭიკს დავიწყებ.

ზოგადად ადამიანი იბადება ვიბრაციით, არიან კატეგორიები ბავშვების, დააკვირდით წიგნს ზოგი ხევს, ზოგი ათვალიერებს. აქედან გამომდინარე შეიძლება გამოიცნო, მისი ვიბრაცია. როცა ადამიანს არ შეუძლია შური, ეს უკვე მაღალ ვიბრაციის გზაზე დგომას ნიშნავს. 

ნარკოტიკი არასოდეს არ გამომიყენებია - ვამბობ, დავიბადე კაიფში მთვრალი, ამიტომ არ მჭირდება არც ნარკოტიკი და არც ალკოჰოლი.

ადამიანი თავისი ჩაცმულობით საუბრობს, მაგრამ ზოგი იტყუება კიდეც“,- ამბობს გია ჯაჯანიძე.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 გაიცანით პირველი ქართველი „მეიქაფ“ არტისტი, რომელიც Dolce &Gabbana-ს წევრი გახდა - „ჩემი გამოცდილება 20 წელს მოიცავს“

„საოცარ ფორმაში ხარ“ - ალექსანდრა პაიჭაძე გადაღებებიდან მორიგ კადრებს აქვეყნებს

„საქართველოში გავრცელდა ახალი თაობის მომაკვდინებელი ნარკოტიკები, რომლებიც რამდენიმე წუთში კლავენ“ - გიორგი ფხაკაძე