45 წლის ოსკაროსანი მსახიობი ნატალი პორტმანი მესამე შვილს ელოდება. ვარსკვლავმა ჟურნალ ELLE-სთან ინტერვიუში ორსულობის პერიოდსა და ჯანსაღ ცხოვრების წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა მისთვის გარკვეულწილად ორგანიზმის დეტოქსიკაციასა და „წმენდასთან“ ასოცირდება.
„ორსულობა თითქმის წმენდას ჰგავს, რადგან არ სვამ და კოფეინსაც ვერ იღებ. ვიფიქრე - ვაუ, ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ასე სუფთა“, - თქვა პორტმანმა.
პორტმანის თქმით, ორსულობის პერიოდში ფიზიკურ აქტივობასაც აგრძელებს: ცურავს, დადის. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ვეგანურ კვებას აგრძელებს, იღებს ვიტამინებს და ცდილობს საკმარისად იძინოს.
ნატალი პორტმანმა მესამე ორსულობა 2026 წლის აპრილში დაადასტურა. ეს მისი პირველი შვილია ფრანგ მუსიკალურ პროდიუსერ ტანგი დესტაბლთან. მსახიობს ყოფილი მეუღლის, ქორეოგრაფ ბენჟამენ მილპიესგან ორი შვილი ჰყავს - 14 წლის ალეფი და 9 წლის ამალია.

