Digest Logo

🎥 ნუცა კოღუაშვილი ფენომენზე თავისუფალ ნებასა და „გულს მოუსმინე“: „ვერც დავამტკიცებთ, რომ თავისუფალი ნება არსებობს, ვერც იმას რომ არ არსებობს“

1763626020
ნუცა კოღუაშვილი

ჰარვარდის ფსიქოლოგიის მაგისტრი ნეირომეცნიერების მკვლევარი ნუცა კოღუაშვილი „იუთიბის“ არხზე „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ სტუმარი იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 

ნეირომეცნიერის თქმით, თავისუფალი ნება და „გულის მოსმენა“ ადამიანების ცხოვრებაში გაცილებით კომპლექსური ფენომენებია, ვიდრე ყოველდღიურობაში ხშირად აღიქმება.

იგი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ზუსტი დასაბუთება, რომელიმე ადამიანის გადაწყვეტილების აბსოლუტური თავისუფალი ნებისა, რადგან გადაწყვეტილებებს მუდმივად ახდენენ სხვადასხვა ბიოლოგიური, ემოციური და გარემო ფაქტორები.

ნეირომეცნიერულად ეს ნიშნავს, რომ ტვინი სხვადასხვა უბნის აქტივობით მართავს გადაწყვეტილებებს, ამიტომ თავისუფალი ნება მთლიანად „დაზუსტებით“ არ არსებობს.

„ერთადერთი, რაც დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, არის: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაზუსტებით დაამტკიცებს, რომ არსებობს თავისუფალი ნება ან არ არსებობს, ორივე არასწორია იმ ინფორმაციით, რაც ახლა ჩვენ გვაქვს.

ნებისმიერი ცოდნა, რომ დააგროვო კაცობრიობის, ვინც დაამტკიცებს, რომ თავისუფალი ნება არსებობს, ან მით უმეტეს, არ არსებობს, არ იქნება სწორი. აქ უბრალოდ არის ის ფაქტი, რომ რაღაცებს ადამიანების ტვინში უფრო მეტი მოჭიდება აქვს.

მაგალითად: გსურს იკვებო ჯანსაღად, შედიხარ მაღაზიაში, სადაც ერთ მხარეს დევს ტორტი, მეორე მხარეს ვაშლი, რომელიც შენ აიღებ. სწორედ აქ ხდება ჩვენი გაგებით თავისუფალი ნების გამოვლინება. თუმცა, ყველა გადაწყვეტილებაზე რაღაც ფაქტორი ახდენს გავლენას; მაგალითად, თუ გოგო ხარ და მიდიხარ პაემანზე, დიდია ალბათობა, რომ აირჩიო ვაშლი.

იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდი და ყველაფერი ზუსტად იყო, ყველა ჰორმონი წესრიგში იყო, ჰქონდა თუ არა ტვინს საშუალება აერჩია ვაშლი და არა ტორტი? თუ ამ ყველაფერმა მიიყვანა იქამდე, რომ ტორტი აირჩიე, მაშინ სად იყო ნება აერჩია ვაშლი?

ნეირომეცნიერულ ენაზე ეს ნიშნავს, რომ როცა თავისუფალ ნებაზე ვლაპარაკობთ, ადამიანები ხშირად მოიაზრებენ ტვინის ერთ-ერთ უბანს, რომელიც ახორციელებს კონტროლს და პასუხისმგებელია ბევრ რამეზე“, – ამბობს ნუცა კოღუაშვილი.

რაც შეეხება გულის მოსმენას, მისი თქმით, ეს უფრო ინტუიციაა, თუმცა ახალი კვლევების მიხედვით ჩანს, რომ იქ ხდება სინქრონიზაცია ტალღების, გულსა და ტვინს შორის.

„დღეს კარგად არ არის გამოვლენილი გულსა და ტვინს შორის ასეთი კავშირი, თუმცა რაც ახალი კვლევები მოდის, იქ ჩანს, რომ ხდება სინქრონიზაცია ტალღების, გულსა და ტვინს შორის. შესაძლოა, იქ დიდი კავშირია და შემთხვევითი არ არის ის ფრაზები, რომელსაც ადამიანები ამბობენ („გულს მოუსმინე“ და ა.შ.).

გულს მოუსმინე – ეს უფრო ინტუიციაა, მაგრამ არ იქნება სწორი თქვა, რომ სულ მოუსმინო ან სულ არ მოუსმინო. ევოლუციურად ტვინს აქვს ძალიან ბევრი სხვა ცოდნა, რომელსაც შენ ვერ იაზრებ, მაგრამ ის აკეთებინებს შენს საქციელს, თუნდაც თავდაცვის მექანიზმის შესაბამისად. ტრავმის დავიწყება ხშირად სწორად მოქმედებს, თუმცა არა ყოველთვის.

მაგრამ მე არ მინდა ვთქვა, რომ სულ მოუსმინო ან სულ არ მოუსმინო; თუმცა არ მოსმენა ხშირად იმას გამოიწვევს, რომ შენ გმართავს რაღაც პატერნები, რომლებიც კონტროლს გარეთ არის და შენ არ იცი, მაგალითად: რატომ გიზიდავს ასეთი ადამიანი, რას გრძნობ და რატომ გრძნობ – ეს ემოციური ტვინიდან წამოსული სიგნალების გაჩერება სწორედ ჩვენი თავისუფალი ნების გამოცხადებაა“, – ამბობს ნეირომეცნიერების მკვლევარი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ფულის მოსაზიდი მარტივი, მაგრამ ძალიან ძლიერი რიტუალი“  - 20 ნოემბრის ნებისმიერი მონაკვეთი იდეალურია ფულის მოსაზიდად

⭕„გეგმა რომელსაც დღეს შეადგენთ მომავალ სავსე მთვარეობამდე მოდის მოქმედებაში“ - დღეს ახალმთვარეობაა

⭕„არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი