ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 491K გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.
ამჯერად სოსომ მუმბაიში მოგზაურობის ამსახველი ვიდეო დადო, რასაც რამდენიმე საათში 75 000-ზე მეტი ნახვა აქვს:
„მუმბაი - ქალაქი, სადაც სიმდიდრე და სიღარიბე გვერდიგვერდ ცხოვრობს. მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
ამ ქალაქში მდიდრული პენტჰაუსის აივნები გადაჰყურებს ე.წ. სლამებს, ანუ ღარიბულ დასახლებას, სადაც ასი ათასობით ადამიანი ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის.
ოჯახები 2-3 კვადრატულში ცხოვრობენ. მათი შემოსავალი თვეში 100 დოლარამდე ძლივს აღწევს.
გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი ამ ქალაქში, რომ საკუთარი თვალით მენახა ამ ორი სამყაროს თანაცხოვრება“, - ამბობს სოსო ნებიერიძე.
მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უმშვენიერესი ხარ“ - ეკა კახიანის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს
⭕„როცა გწყევლიან - დალოცე, როცა სძულხარ - გიყვარდეს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე