Digest Logo

„როცა გწყევლიან - დალოცე, როცა სძულხარ - გიყვარდეს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1765257898
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„როცა გწყევლიან — დალოცე,
როცა სძულხარ — გიყვარდეს,
მოთმინებით დაამარცხე შენი მტანჯველნი, როგორც უფალმა დაამარცხა,
ბოროტებას სიკეთით უპასუხე;
იბრძოლე ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე იბრძოდა:
— ამპარტავნებას ებრძოლე სიმდაბლით,
— მრისხანებას ებრძოლე სიმშვიდით,
— სიძულვილს ებრძოლე სიყვარულით,
— შეურაცხყოფას ებრძოლე შენდობით,
— ცილისწამებას ებრძოლე ლოცვით,
ესაა გამარჯვების გზა,
გზა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაგვიკაფა უფალმა იესომ,
მას ტანჯვით მივყავართ აღდგომამდე — ჩვენ ვადგავართ ამ გზას,
ამ ერთადერთ გზას, რომელიც მთავრდება აღდგომით,
— თუკი ვლოცავთ მათ, ვინც ჩვენ გვწყევლის,
— თუკი სიკეთეს ვუკეთებთ მას, ვისაც ვძულვართ,
— თუკი ჩვენი მტრები გვიყვარს,
— თუკი არ ვრისხდებით, როცა შეურაცხგვყოფენ,
— თუკი ვლოცავთ, როცა გვაგინებენ,
— თუკი ლოცვით ვიტანთ, როცა გვაფურთხებენ...
თუკი მაშინაც კი, როცა ჯვარზე გვაკრავენ,
ქრისტეს მსგავსად — ვლოცულობთ ჩვენი მტანჯველებისათვის: „მამაო, მიუტევე მათ, რამე თუ არა იციან, რასა იქმან...“
ჩვენ ვადგავართ იმ გზას, რომელიც მთავრდება სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვებით!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სულიერი მზაობა გაცნობიერების საწინდარია...“- რას წერს გიორგი ლობჯანიძე

⭕ იაპონიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში