ბოლო დროს, როგორც საზღვრებს გარეთ, ისე ჩვენში, ერთგვარ ტენდენციად იქცა უჩვეულო სახელების დარქმევა შვილებზე, ბევრმა ქართველმა სელებრითმა უარი თქვა ტრადიციულ სახელებზე და ისეთი იშვიათი და უნიკალური სახელები დაარქვეს შვილებს, რომლებიც ალბათ ბევრმა თქვენგანმა პირველად გაიგო.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ ცნობილების შვილების სახელებს, რომლებმაც შვილებს უჩვეულო სახელები დაარქვეს:
ლუნა და კოსმო - დაარქვა შვილებს მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ და მისმა მეუღლემ ენი გასიევამ.
უფროს ვაჟს კოსმო ჰქვია. ამ ტენდენციას არც მერე უღალატეს და კოსმოს შემდეგ დაბადებულ გოგონას ლუნა დაარქვეს.
მსახიობებმა ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა შვილებს - სემი და ჯერი დაარქევს. პირველ შვილს ჯერი ჰქვია, ხოლო მეორეს, რომელიც 2022 წელს დაიბადა სემი დაარქვეს.
ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამერიკაში გათხოვდა, მან და მისმა მეუღლემ შვილს - ოლივერი დაარქვეს.
მსახიობებმა გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძემ გოგონა - ნიკა დაარქვა.
მოდელმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკოლოზ ნაყოფიამ ქალიშვილს - ნიკოლი დაარქვა.
მსახიობმა ანკა ვასაძემ უმცროს ქალიშვილს - ტუსია დაარქვა.
ფოტოგრაფ მარი ნაკანის შვილს - ლიტუკა ჰქვია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილები, რომლებმაც შვილებს ტრადიციული ქართული სახელები დაარქვეს
⭕„რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ქართველი ქალები კი „გაბლატავებულები“ არიან“ – აჩი ფურცელაძე