 
        
        საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უამრავ ტრადიციის მატარებელია, მათ შორის არის სახელები, რომლებმაც წლებს გაუძლო.
მშობლები კი ყოველთვის ცდილობენ შვილს/შვილებს სახელი სწორად შეურჩიოს, რადგან იციან, რომ ბავშვის სახელს მისი წარმატებებისა და შემდგომი განვითარებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ქართველი წყვილები ცდილობს ტრადიციულ არჩევანზე შეჯერდნენ.
👉ოლივერი, ჯერი, ტუსია... - ცნობილები, რომლებმაც შვილებს უჩვეულო სახელები დაარქვეს
„დაიჯესტი“ ქართველი ცნობილი წყვილების შვილების სახელებს გაგაცნობთ, რომლებსაც ტრადიციული ქართული სახელები ჰქვიათ:
ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილის და მია გზირიშვილს შვილს - დათი ჰქვია.

მსახიობის რუსკა ქარქაშაძის და ლაშა მოწონელიძის პირველ შვილს - ზუკა ჰქვია.

ცნობილი ტელეწამყვანის ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას შვილს, რომელიც რამდენიმე ხნის ეყოლათ საუკუნეებს გაძლებული ქართული სახელი - გიორგი დაარქვეს.

მორიგმა ცნობილმა წყვილმა, ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ მარიტა მელიქიშვილმა შვილს, - გალაკტიონი დაარქვეს.

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე, რომელსაც 2021 წელს პირველი შვილის დედა გახდა. მას და მის რჩეულს, აჩიკო ჯაფარიძეს, ბიჭი შეეძინათ, რომელსაც - სანდრო დაარქვეს.

მორიგი ტრადიციული ქართული სახელი - ნინა დაარქვეს პირველ შვილს მსახიობმა ნანუკა გულუამ და მისმა მეუღლემ კახაბერ კაშიამ.

ჯარჯი - დაარქვა მომღერალმა ლინდა ადამიამ და მისმა მეუღლემ შვილს.

პიანისტ თათია შარანგიას და ბიზნესმენ სანდრო შელიას საერთო შვილი ჰყავთ, რომელსაც - სანდრო ჰქვია.

ქალის ტრადიციული სახელი - ელენე დაარქვა ნინი ბადურაშვილმა მის შვილს, რომელიც ყოფილი მეუღლისგან ქართველ ბიზნესმენს, ირაკლი კუტალაძისგან ჰყავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ზალიკო ბერგერი სიკვდილს გადაურჩა – „ცალი ფეხით იქით ვიყავი…“
⭕ცნობილი ქართველი ქალები, რომლებსაც ქმრებმა უღალატეს - გაუხმაურებელი ამბები
