Digest Logo

ომის შეულამაზებელი სისასტიკე - ფილმები მეორე მსოფლიო ომზე

1683623190
ფილმები მეორე მსოფლიო ომზე

მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში - ასეა აღწერილი ვიკიპედიაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელმაც 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა...

კაცობრიობისთვის ომის ფენომენი ჯერ კიდევ იმ დროიდანაა ცნობილი, როცა მთავარ იარაღს ძალა წარმოადგენდა. ჩვენს შორეულ წინაპრებს კონფლიქტების მოგვარების ერთადერთ გზად ომი ესახებოდათ.... მიუხედავად ომის სისასტიკისა, შეიარაღებული დაპირისპირების მაგალითებს 21-ე საუკუნეშიც კი ვხვდებით... ადამიანები რაციონალურობის ფარგლებში მიღწეულ იდეებს გვერდით გადადებენ და ხელში იარაღის დაჭერისკენ მოგვიწოდებენ ხოლმე.

იქნებ, პრობლემა ის არის, რომ ომის შესახებ ჩვენი მეხსიერების განახლება და ამ მოვლენის სხვა პერსპექტივიდან დანახვაც გვჭირდება?

1945 წლის 9 მაისს საბჭოთა კავშირში შემავალმა ქვეყნებმა მეოცე საუკუნის ყველაზე სასტიკი მოვლენის – მეორე მსოფლიო ომის დასასრული და ფაშიზმზე გამარჯვება იზეიმეს. ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ 10 განსაკუთრებულ ფილმს, რომელიც ომსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე მოგითხრობთ.

დღევანდელი კოლექცია, პირველ რიგში, რეზო ჩხეიძის ფილმით – ჯარისკაცის მამა უნდა დავიწყოთ. სერგო ზაქარიაძემ შვილის საძებნელად ომში წასული მამის როლით დაუვიწყარი გმირი შექმნა და ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟი აჩუქა ქართულ კინოს.

სცენარისტი ფილმისა „ჯარისკაცის მამა“, სულიკო ჟღენტი 16 წლის იყო, როდესაც ომში მოხალისედ წავიდა. ის ხშირად იხსენებდა ბოდბისხეველ გლეხს, რომელიც ასაკის მიუხედავად, ფრონტის წინა ხაზზე იდგა და დაღლილ ახალგაზრდა ჯარისკაცებს, მძიმე ტყვიამფრქვევის ტარებაში ეხმარებოდა. ჯარისკაცის სახელი იყო გიორგი მახარაშვილი.

თავად სულიკო ჟღენტი, ერთ-ერთი შეტევის დროს, მძიმედ დაჭრილი, ჰოსპიტალში მოათავსეს. მისმა მამამ, ხანგრძლივი და სახიფათო გზა გაიარა, რათა შვილი მოენახულებინა. ეს ისტორია, საფუძვლად დაედო გენიალურ ფილმს „ჯარისკაცის მამა“.

ღიმილის ბიჭები - ფილმი სკოლის მერხიდან ახლადაფრენილ თბილისელ ბიჭებზეა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცის ფარაჯა, დროებით გვერდზე გადადეს თავიანთი ოცნებები, გამოემშვიდობნენ ახლობლებს და ომის ქარცეცხლიან გზებზე მიმოიფანტნენ. აქედან დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, განცდებითა და უბედურებებით სავსე. მაყურებლის თვალწინ გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ მებრძოლებად ყალიბდებიან.

შინდლერის სია - 1993 წელს გადაღებული ეპიკური ამერიკული დრამა, რომლის რეჟისორია სტივენ სპილბერგი, ხოლო სცენარის ავტორი სტივენ ზეილიანი. ფილმი ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის რომანს სახელად „შინდლერის კიდობანი“. ფილმში ასახულია წარმოშობით გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის ცხოვრება, რომელმაც მოახერხა და ათასზე მეტ ებრაელ ლტოლვილს, რომელთა უმეტესობას პოლონეთში დასახლებული ებრაელები შეადგენდნენ, შეუნარჩუნა სიცოცხლე და იხსნა ჰოლოკოსტისგან იმით, რომ ისინი დაასაქმა საკუთარ საწარმოში.

ფილმში აღწერილი მოვლენები ოსკარ შინდლერის თვალითაა დანახული. შინდლერმა თავის ქარხანაში მომუშავე ათასზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა ნაცისტებისგან. ფილმმა 7 ოსკარის მოპოვება შეძლო და IMDB-ის რეიტინგში დღემდე მე-6 ადგილს იკავებს.

ცხოვრება მშვენიერია - ცხოვრება მშვენიერია 1997 წელს გადაღებული ფილმია, რომელმაც სამი ოსკარი მოიპოვა. ფილმი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ებრაელი ოჯახის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ეს კომედიური-დრამა თან სახალისოდ, თან კი მთელი ტრაგედიის ჩვენებით აღწერს იმ მდგომარეობას, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელები იყვნენ. ფილმმა გამოსვლისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და მრავალი ჯილდოც მოიპოვა.

მეორე მსოფლიო ომი და ქართველები

მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველო, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაწილს წარმოადგენდა, ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. ომის დროს 700 ათასი ჯარისკაციდან, საქართველომ 300 ათასზე მეტი დაკარგა.

საქართველოს ყოფილი მთავრობის ნაწილმა, რომელიც 1921 წლიდან ემიგრაციაში საფრანგეთში იმყოფებოდა, მხარი დაუჭირა გერმანელებს. ისინი ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდნენ, მათ იმედი ჰქონდათ, რომ საბჭოთა კავშირის დამარცხების შემდეგ გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობას მიანიჭებდა. ფილმი იმ ქართველთა შესახებ მოგვითხრობს, ვინც გერმანელთა მხარეს იბრძოდა. გერმანიის დაზვერვის გენერალი შალვა მაღლაკელიძეც საქართველოდან წასული ემიგრანტი იყო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა უშიშროების სამსახურებმა იგი ბერლინიდან მოიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ის აღარ დაუპატიმრებიათ, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე აღარ მისცეს უფლება დაბრუნებულიყო ევროპაში, სადაც მას ოჯახი ჰყავდა.

მეორე მსოფლიო ომი აზიაში დაიწყო იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ — ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში — ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში — ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში (სურინამის დაპყრობა), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია „ტაბარინი“).

ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.