საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებებს და გლობალურ თემებზე მიმოხილვის ვრცელ ვიდეოს აქვეყნებს:
წინასწარმეტყველებები:
„პოლიტიკოსი გარდაიცვლება ძალიან მალე.
ასევე ძალიან მალე, ცნობილი მომღერალი ქალის გარდაცვალებას მოისმენთ“,- აღნიშნა გოგა მანიამ.
ეზოტერიკოსმა ასევე კესარია აბრამიძის მკვლელობაზე გააკეთა კომენტარი:
„კესარია აბრამიძე არ მოუკლავს მხოლოდ ერთ ადამიანს, ძალიან დიდი ზეწოლა მიდიოდა ჯაიანზე ახლობლებისგან. ზოგიერთი ადამიანი გამოდის და ამბობს, რომ პოლიტიკურია მისი მკვლელობა. მოგწონთ თუ არ მოგწონთ ბექა ჯაიანსა და კესარია აბრამიძეს ერთმანეთი უყვარდათ.
ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, რომელიც მე ჩავწერე კესარია აბრამიძეზე, დაიწყეს ფეისბუკ გვერდების შექმნა და დაიწყო ჩემზე შავი პიარი. ეს გააკეთა ადამიანმა, რომელსაც მე არ მოვწონვარ. ჩემს სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პიარია. მიხარია, რომ გიყვარვართ, თუმცა ძალიან ბევრი მტერი მყავს. მყავს პირადი დაცვაც, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა ისე მიყვარს, ვცდილობ დაცვის გარეშე გადავადგილდე“,- ამბობს ეზოტერიკოსი.
ამასთან, გოგა მანიამ ჰოლივუდის სკანდალზე ისაუბრა:
„სამყარო ახლა ძალიან ცუდ ველში არის. ის, რაც ახლა ჰოლივუდში ხდება, არის სისტემის ბრალი. ჰოლივუდში ძალიან ცუდი ამბები ხდება. ისინი ცუდი საქმიანობით აკეთებენ გამაახალგაზრდავებელ კრემებს. ეს არ იყო მხოლოდ მოპარული და მოკლული ბავშვი, ეს იყო ძალიან დიდი და მძიმე რიტუალის შედეგად გაკეთებული. თითოეული ადამიანი, რომლებიც ჩართულები იყვნენ და არიან ამ ამბავში ეკუთვნის სისტემას. მათ ფიცი აქვთ დადებული, სისტემას აწყობდა არეულობა და გაურკვევლობა. ამით უნდათ დაფარონ ის, რაც რეალურად ხდება. აქამდე ყველამ, ყველაფერი იცოდა. ეს წვეულებები იყო ერთგვარი რიტუალი. მსხვერპლშეწირვები და უბედურებები მათგან მოდიოდა. ფოტოებში გარედან კარგად ჩანან, სინამდვილეში არიან სისტემის ადამიანები. ერთმა, ორმა დაარღვია პირობა და ამბებმა გაჟონა. ჰოლივუდმა გადაგვატანინა ყურადღება.
შეეცდებიან ამერიკაში ორი ადამიანის მოშორებას და აუცილებლად მოიშორებენ. ამ საქმით ისინი ფარავენ იმას, რაც ახლა ხდება. მერე უკვე სხვა აფეთქებას შემოიტანენ - ახალ ვირუსს. ძალიან დიდი პრობლემებია უკვე სამეფო კართან. სამასამდე, ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი მართავს სამყაროს. შეიძლება, საფრთხეს ვუქმნი ჩემ თავსაც ამ ვიდეოთი, მაგრამ მათ შეუძლიათ ადამიანების მართვა და ემოციების არევა. მათ აქვთ პირდაპირი კავშირი მთავარი ცის პორტალებთან. ზუსტად იციან, როდის რა უნდა გააკეთონ, ან როდის რა უნდა დაიწვას.
თუ ნახავთ მაღლა ცაზე უცნაურ გამოსახულებებს, ანგელოზის ფორმით, უფლის ფორმით, უცნაურ ნათებებს, ასევე ხმაურს, კივილს. იმ ანტენებს, რაც მათ აქვთ დაყენებული, ძალიან ჩვეულებრივად შეუძლიათ ვიბრაციით გადაცემა.
ეს 5G ინტერნეტი ტყუილად არ გამოუგონიათ. ადამიანის ტვინზე ძალიან მოქმედებს. ეს იქმნება ადამიანის სარწმუნოების არევისთვის, და თავის დაკარგვისთვის. არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
მოდის ასევე მაგნიტური ქარიშხლები, რომლებიც არა მარტო ნგრევას იწვევს, არამედ ადამიანსაც ანგრევს. იცის თავის ტკივილი, გათიშვა... საშიში არ არის, უბრალოდ სისწრაფეს ამცირებს და ანელებს.
ცდილობენ დაგბლოკონ და გაგყინონ ენერგეტიკულად. შეგრძნება გაქვთ თითქოს, სისხლი გიდედდებათ და მაღალი წნევები გექნებათ.
ამ დროს აუცილებელია ლიმონიანი წყალი მიირთვათ.
სახლებში გაქვთ კრიზისი და გაურკვევლობა თითქოს ერთმანეთს ვერ იტანთ. ეს არის ენერგეტიკა და ყველაფერი გაივლის“,- ამბობს გოგა მანია.
ეზოტერიკოსმა საქართველოზეც ისაუბრა:
„საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რომ შემეძლოს მეორედ მოსვლა, არჩევანს აუცილებლად საქართველოზე გავაკეთებდი. მამაოს ვერ ახსენებთ, თუ მამას არ დააფასებთ. როგორი ცუდი მშობელიც არ უნდა გყავდეთ, სამყარო არაფერს არ შეისმენს. ღვთისმშობელს ვერ ახსენებთ თუ დედას არ დააფასებთ. ისინი ახლა და აქ გიყვარდეთ. ეს არის უმთავრესი“, - ამბობს გოგა მანია ვიდეომიმართვაში.