საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ იუბილარი გახლდათ. ის 71 წლის გახდა, რის გამოც სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და შეტყობინება მიუვიდა.
სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ეცადა ყველა მათგანისთვის პასუხი გაეცა და თუ ვინმე გამორჩა ეს არა მისი, არამედ სოციალური ქსელის ბრალი იქნება.
„მგონი თორმეტ საათამდე შევძელი და ყველა მოლოცვასა და კეთილ სურვილებს ვუპასუხე. თუ ვინმე გამომრჩა ეს სოციალურ ქსელების ბრალი იქნება და ვიცი მაპატიებთ. ყველას დიდი მადლობა უნდა მოგახსენოთ სითბოსთვის, მეგობრობისთვის , გულწრფელ პატივისცემისთვის და ნდობისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრებაც და ბრძოლაც!“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘„გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა! საქართველოს ადგილი ევროპაშია...“ - ქეთი ხატიაშვილი
🔘„კვირაში ერთხელ, საათ-ნახევრით არიგებს ხოლმე ყველაფერზე მოჩხუბარ ქართველებს“ - გია მურღულია