Digest Logo

ქალებს შესაყვარებლად საშუალოდ 15 დღე სჭირდებათ, კაცებს კი 8 წამი - ფსიქოლოგიური ფაქტები სიყვარულზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

1788862638
სიყვარულისიყვარული

სიყვარული მხოლოდ ემოცია არ არის - მასში მნიშვნელოვან როლს ტვინის მუშაობა, ჰორმონები, მიჯაჭვულობა და ადამიანის ქცევითი თავისებურებები თამაშობს. მეცნიერებმა სიყვარულის გავლენაზე არაერთი საინტერესო დაკვირვება გააკეთეს და ზოგიერთი მათგანი ნამდვილად დაგაფიქრებთ.

❤️ კაცებს უფრო მალე უყვარდებათ, ვიდრე ქალებს. გამოკვლევების თანახმად ქალებს შესაყვარებლად საშუალოდ 15 დღე სჭირდებათ, კაცებს კი 8 წამი.

❤️ სიყვარული ზუსტად ტვინის იმ ნაწილს ეხება, რასაც კოკაინი. სწორედ ამიტომ იგივე დამოკიდებულებას იწვევს ადამიანში, რასაც კოკაინი.

❤️ სიყვარული ბიოლოგიური თვალსაზრისით აახალგაზრდავებს. ამის მიზეზი ორგანიზმში მომატებული ესტროგენის და ტესტოსტერონის ჰორმონია.

❤️ მხოლოდ იმ ადამიანის ფოტოს ყურებამ ვინც გიყვარს, შეუძლია იგივე დამამშვიდებელი ეფექტი გამოიწვიოს, რასაც მასთან შეხება გამოიწვევდა.

❤️ კოცნა გეხმარება იმის გარკვევაში, შეძლებთ თუ არა ამ ადამიანის შეყვარებას. თუ პარტნიორმა კარგი კოცნა იცის 98%-ია შანსი იმისა, რომ ის შეგიყვარდებათ.

❤️ დისტანციური ურთიერთობა მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, თუ პარტნიორებს ხშირი კომუნიკაცია აქვთ, ხდება ინტიმური თუ ემოციური შეგრძნებების გაცვლა და შეხვედრის ზუსტი თარიღი გარკვეულია მათ შორის.