Digest Logo

„ქართველმა ემიგრანტმა დაუძახა... სასტუმროდან გავიდა და ჩასახუტებლად გაიქცა...“ - უცნობი ამბავი ხვიჩა კვარაცხელიაზე

1690185655
ხვიჩა კვარაცხელია

იტალიური სატელევიზიო არხის, Tele A-ს ერთ-ერთ გადაცემაში, „ნაპოლის“ ქომაგმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„პარტენოპეის“ გულშემატკივარმა საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა, რომელიც კვარასა და ქართველ ემიგრანტს უკავშირდება.

„კვარაზე საინტერესო ამბავი შემიძლია მოგიყვეთ. ქართველი ქალბატონი, რომელიც აქ მომვლელად მუშაობს, სასტუმროსთან მივიდა, სადაც „ნაპოლის“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ.

შუაღამე იყო და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხვიჩას სახელის ყვირილი დაიწყო. ამაზე ქართველ ფეხბურთელს საოცარი რეაქცია ჰქონდა. სასტუმროდან გამოვიდა და მისკენ გაიქცა, რათა ჩახუტებოდა. ეს აჩვენებს, „ნაპოლის“ ყველაზე ცნობილი ფეხბურთელებიც კი, როგორი ადამიანები არიან“, - გაიხსენა გულშემატკივარმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„...გვინდა ქუჩაში მცხოვრები ცუგოები გავახაროთ...იდეის განხორციელებისთვის გვჭირდება დახმარება, ვეძებთ ადამიანებს, კომპანიებს, სპონსორებს“ - მებო ნუცუბიძე

🔵„კარგად ვეღარ ვხედავ, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ისევ ისე ვმღერი“ - თათია კობალაძე

🔵„ხოდა, მორჩა ჩემი მცდელობა, რომ მაგ გადაფუთვის ლოკალურ ბიზნესს დავეხმარო. მირჩევნია, მეტი გადავიხადო ევროპულში, ის მაინც მეცოდინება, რომ სუფთაა, გარჩევა არ სჭირდება და არ დაჭიანდება“ - ბაია პატარაია

წყარო: www.crystalsport.ge