Digest Logo

ქრისტე აღდგა თუ აღსდგა ? - პასუხი ყველასათვის საინტერესო კითხვაზე

1714905057
აღდგომის ხატი

ქრისტე აღდგა თუ აღსდგა? - ეს კითხვა ყოველი აღდგომის მოახლოებისას აქტუალური ხდება ხოლმე. ენათმეცნიერებს მკაფიო, გრამატიკულ წესებზე დამყარებული პასუხი აქვთ, მათი საწინააღმდეგო მოსაზრების პატრონებს კი - 20-საუკუნოვანი „სოციალური სანქცია“.

„აღდგა“

დღესდღეობით ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში ერთადერთ სწორ ფორმად მიჩნეულია აღდგა;
ენათმეცნიერთა დიდი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ თუკი მშობლიურ ენას პატივს ვცემთ, სალიტერატურო ენის დადგენილ ნორმებს არ უნდა უნდა გადავუხვიოთ.

აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც:

„სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით...” (მათეს სახარება -ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, თავი-28, 7).|

„მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს” (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა, თავი-16, 6 ).
„არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკას სახარება, აღდგომა. თავი-24. 6-7).

„აღსდგა“

მიუხედავად ზემოთ ნათქვამისა, „აღსდგა“ საკმაოდ გავრცელებულია და ვინც ამ ფორმით იყენებს, მათი არგუმენტები ასეთია:

1. ძველ ქართულ ტექსტებში სანიანი ფორმა არაერთხელ დასტურდება;2. „აღსდგა“ გვხვდება მრწამსის ტექსტშიც და სხვა ტექტებშიც („აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ მტერნი მისნი…“);3. სამეტყველო ენაში უკვე დამკვიდრებულია და, ენის ხალხურობის პრინციპის თანახმად, ამ ფორმას არსებობის უფლება აქვს;4. „ქრისტე აღსდგა“ ისევე არ ემორჩილება გრამატიკის კანონებს, როგორც ამ სიტყვების შინაარსი ფიზიკის კანონებს. ამიტომ სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გილოცავთ ყველაზე საოცარ დღეს...ღმერთის წყალობით ბევრი რამ შევძელით“ - რუსკა ქარქაშაძე

„საით წახვედი მამაჩემო?... რატომ არ დამხვდი იქ...საათს დავხედე და მაშინ მივხვდი - დამაგვიანდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

🎥 „პური ჩვენი არსობისა მომეც მე დღეს და მომიტევენ ჩვენ“ - ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის გამომცხვარი პასქების კადრებს უზიარებს

წყარო: funtime.ge