
„ცოდნის მოყვარე პოდკასტი“ ასე ჰქვია იუთუბის არხს, რომელზედაც პერიოდულად ბლოგერი სალომე კასრაძე ინფორმაციულ ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დღევანდელობაში აქტუალურ საკითხებს - კარმა, მიჯაჭვულობა, თავისუფლება, შრომასა და სიყვარულს ეხება:
„ზოგს სჯერა კარმის, ზოგს არა. ამისთვის მე მოვიშველიებ კარმა იოგას წიგნს, რომელიც არის სამი ვივე კანდანდას სერიების კრებული და აღწერს კარმას როგორც საქმიანობას და ფილოსოფიას.
ამ წიგნის მთავარი მესიჯებია, რომ ვიმოქმედოთ უანგაროდ, საქმიანობა საკუთარ თავზე მუშაობის საშუალებად უნდა იქცეს. არ მიეჯაჭვოთ წარმატებას ან წარუმატებლობას. კარმა იოგა, არ არის მხოლოდ ფიზიკური შრომა. ეს არის სულიერი და მენტალური ვარჯიში. შრომა არ არის ცალსახად ფიზიკური დატვირთვა - ვგულისხმობთ სულიერს და გონიერ ამბავს.
ვივე კანანდა იყო ძალიან გონიერი ადამიანი, რომელიც დასავლეთში სულიერი პრობლემის გადაჭრას უთმობდა თავის მოღვაწეობას. ინდოეთში უპირველესი მნიშვნელობა ენიჭებოდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს. მან თქვა ასეთი რაღაც - იყავით მამაცნი და უყურეთ ჭეშმარიტებას პირდაპირ.
კარმა მოდის სანსკრიტული ენიდან და ნიშნავს, რომ ყოველი მოქმედება არის კარმა. იმის შედეგებს, რომელთა მიზეზებიც ჩვენი წარსულის მოქმედება იყო. მსოფლიოში ყველა უბედურების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები უგუნურებით სიტკბოებას სთვლიან იდეალად. რომლისკენ სწრაფვა არის საჭირო, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ადამიანი ასკვნის, რომ ის რისკენაც მიდის, არაა ბედნიერება. როგორც სიამოვნება ასევე მწუხარება ერთნაირად გაკვეთილია“, - ამბობს სალომე კასრაძე ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შესანიშნავი სამეული“ - თაკო ჩხეიძე მეგობრებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
⭕„ყველაზე რთული შვილის გაზრდაა... დღევანდელ ბავშვებს ოცნება აღარ აქვთ“ - ნიკოლოზ წულუკიძე