
ძველი თაობის მოდელი ლიკა შენგელია დღესაც იდეალურ ფორმაშია და ახალგაზრდულად გამოიყურება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს მოდელს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, ხოლო სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.
ლიკას ერთ-ერთი ქალიშვილი ცნობილი ინფლუენსერი ქეთი ჟღენტია.
ლიკა გადაცემაში „იმედის დილა“ წარმატებული კარიერის და ოჯახის შესახებ საუბრობს.
„ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდა, ადრეულ ასაკში გავხდი დედა, შესაბამისად ბებია ახლგაზრდა ვიყავი, თავისით მოხდა ეს ყველაფერი არაფერი იყო დაგეგმილი.
ჩემი ფორმის შენარჩუნებას რაც შეეხება, გამოვიმუშავე დისციპლინა, ვარჯიშობ, დავდივარ ჩოგბურთზე.
ვცდილობ ვიკვებო ჯანსაღად.
მე ვიცი, რომ თუ გინდა გახდე უნდა ჭამო კარგად დღეში 3-ჯერ, 4-ჯერ, თუმცა ვცდილობ არ ვჭამო ტკბილი, ასკეზას ვიღებ ხოლმე ამისთვის“, - ამბობს ლიკა შენგელია.
„როცა ჩემი პირველი შვილიშვილი გაჩნდა, ჩემი პატარა იყო 1 წლის. არასდროს მეგონა, რომ მრავალშვილიანი დედა ვიქნებოდი, მაგრამ უფალმა ინება, არც ასე მალე მეგონა რომ ბებია ვიქნებოდი, თუმცა ეს დიდი ბედნიერებაა“, - ამბობს ლიკა შენგელია.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე რთული შვილის გაზრდაა... დღევანდელ ბავშვებს ოცნება აღარ აქვთ“ - ნიკოლოზ წულუკიძე