Digest Logo

„ყველაზე რთული შვილის გაზრდაა... დღევანდელ ბავშვებს ოცნება აღარ აქვთ“ - ნიკოლოზ წულუკიძე

1747730066
 ნიკოლოზ წულუკიძე

ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი ნიკოლოზ წულუკიძე, გადაცემაში „ყავაბათუმურად“ ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს. 

მათ შორის მაყურებლისგან მოპოვებულ სიყვარულზე, რომელსაც როგორც იგი ჰყვება, ყოველთვის გრძნობს. 

„არ მახსენდება დღე, რომ არ მემეცადინა, მუდმივად ვცდილობ ვაკეთო ჩანაწერი, რადგან სულ საინტერესო უნდა იყო. თუ ერთი და იგივე ილაპარაკე სულ, მერე მაყურებელი აღარ მოგისმენს. 

ასევე მნიშვნელოვანია გულწრფელობა, არასოდეს არ მომიტყუებია ჩემი მაყურებლისთვის, ამიტომ ვიწროა ის სფერო რომელზეც ვლაპარაკობ. ბევრი შემოთავაზება მქონია, მაგრამ ჩემთვის ძნელია ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომელშიც ვერ ვერკვევი. 

ყოველთვის ვუყურებ ყველა ჩემ გადაცემას და ვნახულობ რამდენი შეცდომაა იქ, ვერავინ ვერ ხვდება იმას უფრო კარგად ვიდრე მე, როდესაც დაჯდები გაბადრული და შენს თავზე იტყვი „დედა რა კარგიაო“ იმწუთასვე უნდა ადგე და წამოხვიდე, ეს ალბათ ჩემმა მშობლებმა გამომიმუშავეს.

არ მახსოვს, რომ რაღაცით ჩემი მშობლები კმაყოფილები ყოფილიყვნენ, ეს არ არის კარგი, ის გძენს არასრულფასოვნების კომპლექსს.

საერთოდ მგონია, რომ ცხოვრებაში ყველაზე რთული შვილის გაზრდაა. იკალვ თავს, არაფერი მოაკლდეს, რომ არ უყიდო რამე, იმას ფიქრობ აბა რისთვის ვწვალობო. დღევანდელი ბავშვების მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ ოცნება აღარ აქვთ“, - ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დილის საუბრები“ - მარიამ როინიშვილი მამა-შვილის ფოტოს აქვეყნებს

⭕„მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისა არ ჰგონია რომ ბათუმი მისი ქალაქია... ძნელია ბათუმელი ადამიანი თეატრში შემოიყვანო“ - ნიკოლოზ წულუკიძე

🎥 „ახლა არის დრო წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ“ - 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან