„ერთმა ბერმა გაბრიელ ბერს ჰკითხა:
– მარხვა რა არის?
ახლავე აგიხსნიო უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები. ყველა ცოდვა გაუხსენა: ეს რომ გააკეთე და ის რომ ჩაიდინეო. შემდგომში ამ ბერმა თქვა: მე სირცხვილისაგან აღარ ვიცოდი რა მეთქვა. დავვარდი ტირილად და აღარაფერი მახსოვდა. იგი უცებ შეიცვალა, გაღიმებული სახე მიიღო და მითხრა: მოდი, საჭმელი ჭამე და ერთად კარგად მოვილხინოთ.
მე ვუთხარი, რომ არ შემეძლო, რადგან ძალიან ცუდად გავხდი. მაშინ კი მივიღე დასმულ კითხვაზე სრული პასუხი:
– აი, ეს არის მარხვა – როდესაც ცოდვების გამო სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს...“
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე?“ - რას ჰყვება მარი ნაკანი
⭕„გამორჩეული წყვილი“ - ქეთევან ხატიაშვილი მეუღლესთან ერთად მადრიდში ისვენებს