Digest Logo

🎥 რა ელის საქართველოს და შავი ზღვის სანაპირო ზოლს? - მალხაზ გველუკაშვილის პროგნოზი

1786345868
მალხაზ გველუკაშვილი

პოდკასტ „ჩვენს შორის ნინიასთან ერთად“ მეხუთე ეპიზოდის სტუმარი მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი გახლდათ. გადაცემის მთავარი თემა გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის არსებობას, სულის მოგზაურობასა და სხვადასხვა განზომილებებს შეეხებოდა.

„შესაძლებელია თუ არა ბედისწერის ცვლილება? ბედისწერის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - შენ თვითონ თუ შეიცვლები, მხოლოდ ერთ შემთხვევაში. ქართულში არის ორი სიტყვა: განგება და ბედისწერა. აი, განგებას ვერ შეცვლი, განგება ეს ის წესია, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს, ის, რაც უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს და იმას ვერ შეეწინააღმდეგები. ბედისწერა კი ერთ ადამიანს ეხება და იქ არის გარკვეული წერტილები, რომელსაც ვერ ცვლი, მაგრამ მთლიანობაში შეგიძლია შეცვალო. მთლიანობაში ბედისწერის ცვლილება დამოკიდებულია შენს შეცვლაზე, შენ რამდენად შეიცვლები.

ახლა ვართ კატაკლიზმების პერიოდის ბოლო ნაწილში, საქართველო გადარჩება ძირითადში. საქართველოს ყველაზე ცუდი ადგილი არის შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ყველაზე ცუდი ადგილია. ისე რომ, ხალხი, ვისაც ბათუმში სახლები აქვს ნაყიდი, ცოტა ხანში არ ექნებათ სახლები, ოღონდ არავინ არ აუნაზღაურებს, ისე დაკარგავენ. მთელი ქალაქი დაიკარგება და არა მარტო ბათუმი, მთელი ზღვის ზოლი. ეს გარდაუვალი მომენტია. საქართველო საერთოდ რომ არაფერი დაუშავდება, ასე არ არის, მაგრამ არც იმდენი დაუშავდება, რამდენიც შეიძლება სხვა ქვეყნებს. უბრალოდ, ჭკვიანი კაცი ეცდება, რომ თბილისი დატოვოს, რაც შეიძლება მალე. მოსალოდნელია ყველაფერი, მათ შორის დენის გათიშვა. საკმარისია დენი გაითიშოს, თბილისი ეპიდემიის ბუდედ გადაიქცევა“,- აღნიშნა გველუკაშვილმა.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: