Digest Logo

რა ელოდება პუტინს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით? - ამბავი უკანასკნელი იმპერიის მმართველზე

1646384817
პუტინი

გავეცნოთ ნოსტრადამუსის ზოგიერთ წინასწარმეტყველებას და დავრწმუნდებით, რომ როგორც იოანე მოციქული გულისხმობს თავის აპოკალიფსში, უკანასკნელი ბაბილონის იმპერიად, ხოლო დანიელ წინასწარმეტყველი კი იმპერიათა ბოლო ჟამის, უკანასკნელ ყველაზე დიდ და ყველაზე საშინელ იმპერიად, სსრკ-ს და დღევანდელ რუსეთს, იმავეს ამტკიცებს ნოსტრადამუსი. 

პატარა შესავალი თუ ვინ იყო ნოსტრადამუსი: ის იყო დღევანდელ დღემდე ცნობილი ყველაზე დიდი ასტროლოგი, წარმოშობით ებრაელი და რწმენით კათოლიკე.

მან იწინასწარმეტყველა კაცობრიობის მომავალზე, მაგრამ ყველაფერი ნაწილობრივ გაასაიდუმლოვა და ალეგორიულად გადმოგვცა.

ჯერ კიდევ ბიბლიის წინასწარმეტყველნი და განსაკუთრებით იოანე მოციქული, ყველაფერს გადმოგვცემდნენ სიმბოლოებით და ალეგორიულად, რადგან არ მომხდარიყო პარადოქსი. ორი უდიდესი წინასწარმეტყველის დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებანი, იმპერიათა ბოლო ჟამზე აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რომ არ აღსრულებულიყო, ის არც იქნებოდა წინასწარმეტყველება. ნოსტრადამუსმაც თავისი წინასწარმეტყველებანი ალეგორიულად გადმოგვცა, რათა არ მომხდარიყო მავანთა მიერ, მათი გაყალბება და მისი ჩანაწერების განადგურება.

როგორც დანიელი ამბობს: „გონიერნი მიხვდებიან, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან, ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდებაო!" არ შეიძლება ყველა წინასწარმეტყველების (იშვიათი გამონაკლისების გარდა), პირდაპირი აზრით გადმოცემა, რადგან თუნდაც ბოროტეულნი (მით უმეტეს ვისაც ეხებოდა ეს: თუნდაც ძვ. და ახალი ტირანები, რადიკალ-ექსტრემისტი ბოლშევიკები, ფაშისტები და სხვა მრავალნი), აუცილებლად გაანადგურებდნენ ამ წინასწარმეტყველებას და არ შემოინახებოდა დღევანდელ დღემდე და ვერ გაეცნობოდნენ ამ წინასწარმეტყველებებს, კარგი გაგებით გონიერი და კეთილი ადამიანები.

როგორ ახერხებდა ნოსტრადამუსი ამას, ჩემი აზრით ის თავისი გონებით ანუ ცნობიერი სამშვინველით, გადადგილდა დროში და თავისი გონებით ნახა ეს ყველაფერი სულიერ სამყაროში. არ გამოვრიცხავ იმასაც რომ მას სულიერი გამოცხადებები ჰქონდა სიზმრიდან მიღებული. სიზმარი ხომ უდიდესი თეოსოფის და ანტროპოსოფიის მამის რ.შტაინერის აზრით არის სულიერი სამყაროს გამოვლინება ადამიანის ცნობიერებაში, მის ფსიქიკაში. რ. შტაინერი ამტკიცებდა, რომ ადამიანის ცნობიერი სამშვინველი ძილის დროს იმყოფება სულიერ სამყაროში.

თანამედროვე ასტოფიზიკაში უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ სივრცე დროში არსებობს ადგილები რუსულად ე.წ. „ჩერვო-ტოჩინა”, საიდანაც შესაძლებელია დროში გადაადგილება. ამ დროს ხდება გადაადგილება სხვა განზომილებაში, რა თქმა უნდა მატერიალური სხეულით და რაიმე კოსმიური აპარატით ეს ვერ მოხდება. ამიტომაც შეუძლებელი იქნება კაცობრიობის უკვე განსაზღვრული მომავლის საფუძვლიანი შეცვლა, ამიტომაც არ მოხდება „პარადოქსი” მომავალში. ხოლო ალეგორიულად გადმოცემული წინასწარმეტყველებანი, მისი ძირითადი ნაწილი მაინც აუცილებლად აღსრულდება. ეს დროითი კატეგორია, ჩვენი ოთხგანზომილებიანი სივრცის დამახასიათებელი თვისებაა. დროითი კატეგორია არ არსებობს სულიერ სამყაროში, დრო არ არსებობს არც შავ ხვრელზე მატერიალურ სამყაროში. დრო არ არსებობდა არც „დიდ აფეთქებამდე“ ანუ ამ სამყაროს წარმოშობამდე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ვხედავ, პუტინს მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი უწყობს ტერორს - ლელა კაკულიას კიდევ ერთი სკანდალური განცხადება

🔵„თებერვლის მიწა სისხლს შეერევა და გაშავდება“ - ვანგას წინასწარმეტყველება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე

🔵 „უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ

🔵VIDEO: „პუტინს მოკლავენ... მსოფლიო არ აპატიებს“ – ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება

წყარო: exclusivetv.ge