Digest Logo

ვხედავ, პუტინს მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანი უწყობს ტერორს - ლელა კაკულიას კიდევ ერთი სკანდალური განცხადება

1646337455
ლელა კაკულია

„ჯორჯიან თამსის“ გადაცემაში, წინასწარმეტყველმა, ლელა კაკულიამ რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

„მინდა ვთქვა, რომ ქართველებო, დამშვიდდით. მე მიწერია წიგნში, რომ მსოფლიო პოლიტიკა აირევა, მაშინ საქართველო ყველაზე რთული მომენტებიდან გამოძვრება და შეხება არ გვექნება არც ომის სახით.

1992 წელს, მე დავინახე რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ვთქვი, რომ არის გარდაუვალი-თქო. საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს უკრაინა. მოვიდა დრო და წარმოაჩინა თავისი თავი რუსეთმაც. რუსეთი ცარიელდება, ხალხი გარბის.

პუტინმა ფაქტობრივად წააგო, მას მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა, თვითონ პუტინის გარემოცვა იცლება.

ახლა ვხედავ, რომ მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანია შეკრებილი და უწყობენ ტერორს. დარტყმა უნდა მიაყენონ სასიკვდილო“,- ამბობს ლელა კაკულია.

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ

🔵„გავხსნი ასტროლოგიურ „გასაღებს“ ეს 2025 წლის აპრილ-მაისში მოხდება...“ - რა პროგნოზი აქვს ასტროლოგს

🔵„იწყება რყევა შიგნიდან“ - რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის შვილმა სოციალურ ქსელში ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო პოსტი გამოაქვეყნა

🔵„მისი ბოლო სიტყვები იყო, მუცლის არეში ვარო დაჭრილი“ - ხარკოვში ოკუპანტის ტყვიას ქართველი მამაკაცი ემსხვერპლა