Digest Logo

🎥 რა ხდება „ქრისტეს ასაკში“? - ალექსანდრე ჯორჯიკიას გზა თვითშემეცნებისა და კრიტიკული პერიოდების შესახებ

1793085003
ალექსანდრე ჯორჯიკია

ტრანსცედენტული მედიტაციის სპეციალისტი ალექსანდრე ჯორჯიკია „სალომე კასრაძის პოდკასტში“ იმ გარდამტეხ მომენტებზე საუბრობს, რომლებსაც ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განსაკუთრებით კი 28-29 და 33 წლის ასაკში გადის.

მისი თქმით, სწორედ სტრესისა და გამოუვალი მდგომარეობის შემდეგ იწყება ნამდვილი თვითშემეცნების პროცესი:

 რა ხდება ქრისტეს ასაკში? 

ალექსანდრე ჯორჯიკია: არაფერი ვიცოდი თვითშემეცნებაზე 33 წლის ასაკამდე. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. როგორც ჩანს, ბევრი სტრესი დავაგროვე ცხოვრებაში. ამ სტრესმა მიმიყვანა გამოუვალ მდგომარეობამდე და ამის შემდეგ დავიწყე რაღაცების გამორკვევა. არა სამყაროში, არამედ საკუთარ თავში. გაჩნდა კითხვები და დავიწყე ამ კითხვებზე პასუხების მოძიება. განსაკუთრებული და საინტერესო პერიოდი დაიწყო ჩემ ცხოვრებაში, რომელიც დღემდე გრძელდება.

ეს ყველაფერი ერთის მხრივ მაძლევს შესაძლებლობას ვიცნობდე საკუთარ თავს, მეორეს მხრივ ამ ცოდნით სხვებსაც ვეხმარები საკუთარი თავის გამორკვევაში. საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი და კრიტიკული არის დაახლოებით 28-29 წლის ასაკი, ეს არის ასაკი, სადაც მანამდე ყველაფერი გეპატიება. ამის შემდეგ სამყარო გთხოვს დაუბრუნდე ბილიკს, რომელსაც აცდი. არის სიტუაციები, როცა ნებით გადაწყვეტილებას ვერ იღებ და ინერციით მიდიხარ. ჩვენმა თაობამ ისე ავირჩიეთ პროფესია თუნდაც, რომ შთაგვაგონეს და ჩვენი ნება არ ყოფილა. ასე რომ ქრისტეს ასაკის შემდეგ ბევრ ცვლილებას განიცდის ადამიანი.

ვრცლად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დღემდე ჩამესმის შენი სიტყვები...“ - ლაშა ბასლანძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

⭕ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა

⭕ ამ კვირაში ზოდიაქოს 3 ნიშანს განსაკუთრებით გაუმართლებს - ვის ელის სასიამოვნო სიახლეები

✕