26 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნის წარმომადგენელს ახალი შესაძლებლობები, სასიამოვნო ემოციები და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის.
კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ურთიერთობებს, სამომავლო გეგმებსა და საკუთარ სურვილებს დაეთმობა. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ პერიოდში განსაკუთრებით ხელსაყრელი დრო ქალწულის, მშვილდოსნისა და კირჩხიბისთვის დგება:
♍ ქალწული
ქალწულებისთვის ეს კვირა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ახალი შესაძლებლობების პერიოდად გადაიქცევა. შესაძლოა, გამოჩნდეს გზა, რომელიც დიდი ხნის წინ დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. მთავარია, წარსული გამოცდილების გამო ახალი ნაბიჯების გადადგმას არ მოერიდოთ და ცვლილებებს მეტი გახსნილობით შეხვდეთ.
მოულოდნელმა გარემოებებმა შესაძლოა, გეგმების გადახედვა მოგთხოვოთ, თუმცა ეს აუცილებელი არ არის დაბრკოლებად იქცეს. ზოგჯერ სწორედ შეცვლილი გეგმები გვაძლევს შესაძლებლობას, უკეთ დავინახოთ საკუთარი პრიორიტეტები და სწორი მიმართულება ავირჩიოთ.
♐ მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა პირადი ურთიერთობები იქნება. გულწრფელმა საუბარმა შესაძლოა, დიდი ხნის გაუგებრობა გააქროს, ურთიერთობაში არსებული დაძაბულობა შეამსუბუქოს ან ახალი შესაძლებლობებისკენ გზა გახსნას. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი გრძნობების გაცნობიერება და იმის გარკვევა, თუ რა მოლოდინები გაქვთ ახლობელი ადამიანებისგან.
მარტოხელა მშვილდოსნებს საინტერესო ნაცნობობის შესაძლებლობა შეიძლება, მიეცეთ, ხოლო მათ, ვინც უკვე ურთიერთობაშია, საყვარელ ადამიანთან სიახლოვის გაღრმავების შანსი. მთავარია, მოვლენებს ბუნებრივად განვითარების საშუალება მისცეთ და ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ.
♋ კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს კვირა სიყვარულის, შემოქმედებითი საქმიანობისა და ოჯახური ურთიერთობების მიმართულებით სასიამოვნო ცვლილებებს მოასწავებს. შესაძლოა, მეტი დროის გატარება მოგინდეთ საყვარელ ადამიანებთან ან ისეთი საქმისთვის მოიცალოთ, რომელიც დიდი ხანია, სიხარულს განიჭებთ. ამასთანავე, ძველი იდეების განხორციელების სურვილიც შეიძლება გაგიძლიერდეთ.
თუ რაიმე მნიშვნელოვანი წამოწყება დიდი ხნის განმავლობაში გადადებული გქონდათ, ახლა შესაძლოა, მისი განხორციელებისთვის საჭირო მოტივაცია იპოვოთ. პირად ცხოვრებაში კი გულწრფელობა, ყურადღება და ურთიერთგაგება განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. ნუ უგულებელყოფთ მცირე სიხარულს - ზოგჯერ სწორედ ასეთი მომენტები გვახსენებს, რამდენი რამ გვაქვს დასაფასებელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „წამიერ იმპულსს ნუ აჰყვებით...“ - 27 ოქტომბრის ენერგიები
⭕ ჰარი კეინი 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია
⭕ „წარსულის გამოცდილება მნიშვნელოვანი გზამკვლევია...“ - ასტროლოგიური რჩევები 27 ოქტომბრისთვის
წყარო: www.beaumonde.ge