Digest Logo

რას ნიშნავს „განულება“ და რატომ არის ეს სულიერი გზის ერთადერთი ნამდვილი დასაწყისი - გურამ ოთხოზორიას განმარტება

1761048029
გურამ ოთხოზორია

 ✔ რატომ ვერ მიუახლოვდება ადამიანი ქრისტეს, სანამ საკუთარ სტატუსსა და ცოდნაზე არ იტყვის უარს

✔ რას ნიშნავს „განულება“ და რატომ არის ეს სულიერი გზის ერთადერთი ნამდვილი დასაწყისი

✔ რატომ ტოვებს იესო უდაბნოში ყველაფერს, რაც წამიერ სამყაროს აკავშირებს მასთან 

აღნიშნულ საკითხებზე „კაცმანის პოდკასტში“ მღვდელმა, გურამ ოთხოზორიამ ისაუბრა:

„დღეს გაიგივებულია, რომ ყველა მოძღვარი მღვდელია, ეს ასე არ არის. პირველ საუკუნეებში, როდესაც სული წმინდის მადლი გადმოვიდა, ისეთი ცხადი და ელვარე იყო, რომ ყველა მოსწავლე ქრისტეს ნათების მომსწრე იყო და ეს იმდენად ხელშესახები იყო, აქედან გავრცელდა ქრისტიანობა ერთი ერთზე. ანუ, ესენი იყვნენ მოძღვრები, სულის ნათლის გამავრცელებლები. დროთა განმავლობაში კი, წამოვიდა საჭიროება, მეტი მოძღვრის, მღვდლების, დიაკვნების და აქ ჩნდება ფიზიკური მმართველობის იერარქია. როდესაც წყდება ნათლის გაცემა, შენ ხარბდები და ებღაუჭები ძალაუფლებას. ყველაფერს ხარბდები...როდესაც ნახეს სასულიერო პირებმა, რომ რომის იმპერატორმა ქრისტიანობა რელიგიად გამოაცხადა და დაიწყო ტაძრებში მენეჯმენტი, ამის მერე იწყება უდაბნოებში გასვლა და იქ სამოთხის აშენება. ანუ რა მოიტანა ამან, ეკლესიაში დღეს, უფრო მეტად იგრძნობა ადმინისტრაციული მორჩილება. ეს არ არის მადლის მიერი მიზიდვა და ავტორიტეტი, ანუ ეს არის ცდუნება, ავტორიტეტი შენარჩუნდეს. მოძღვარს, რომელსაც ქრისტეს სუნი არ ასდის, ვიღებთ რუტნას“, - ამბობს მოძღვარი გურამ ოთხოზორია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: