Digest Logo

„რატომ აღინიშნება შობა 7 რიცხვში, რა სამართლებრივ კრიტერიუმებს ეფუძნება ეს? აგერ ბატონო, ყური თუ გაქვთ მოისმინეთ, თვალი თუ გაქვთ წაიკითხეთ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1735025042
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს თუ რატომ აღინიშნება შობა 7 იანვარს და ასევე წერს, სხვა ქრისტიანული დღესასწაულების აღნიშვნაზე.

„რაც შეეხება, ჯერ ზოგადად შობის ზეიმს, რატომ ვზეიმობთ შობას და მერე შობის აღნიშვნას 7 იანვარს, რა შეიძლება რომ ითქვას:

თავის დროზე ბევრი მაქვს ნამუშევარი მაგაზე თუ რატომ აღინიშნება შობა 7 რიცხვში, რა სამართლებრივ კრიტერიუმებს ეფუძნება და ასევე, დამატებითი კითხვებიდან, როცა კითხვას სვამენ საერთოდ სად წერია ბიბლიაში 25 დეკემბერი, ანუ დღევანდელი დათვლით 7 იანვარიო? აგერ ბატონო, ყური თუ გაქვთ მოისმინეთ, თვალი თუ გაქვთ წაიკითხეთ.

ვინც არ იცნობს ძველ აღთქმას, ახალი აღთქმის კითხვით თავს ნუ დაიღლით. მაინც ბევრ რამეს ვერ გაიგებთ. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 8 საუკუნით ადრე ზუსტად აღწერა ესაია წინასწარმეტყველმა ყველა პროცესი, რომ ქალწული შობდა მესიას, ხოლო მას ჯვარზე გააკრავდნენ. ასევე ძველ აღთქმაშივე, რომელიც საუკუნეების მანძილზე ელოდა მის განკაცებას ნათქვამია ,,შობის ფორმა.’’ ძველი აღთქმის წმინდა წერილი გვამცნობს რომ იშვება სიმართლის მზე. ამიტომ დაიწერა საგალობელიც: ,,შობამან შენმა, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვე სოფელსა ნათელი ბედნიერებისა, რამეთუ რომელნი იგინ ვარსკულავს მსახურებენ. ვარსკვლავისგან ისწავლეს თაყვანისცემა შენი მზეო სიმართლისაო."

ახალ მზეში და ვარსკვლავში ის სცენაა დაწერილი, როგორც მოხდა მისი მიღება და 25 დეკემბერი იყო მზის დაბადება, რაც ძველი აღთქმის ხალხმა იდეალურად იცოდა, ამიტომ ელოდნენ მას ასეთ პერიოდში! წინა პოსტშიც დავწერე, რომ 21-22 რიცხვებში არის ყოველ წელს ზამთრის მზებუდობა და 3 დღის შემდეგ ახალი მზის შობა! ხოლო მზე სიმართლისა არის ღმერთი ჩვენი - ,,იესო ქრისტე!“

გავიმეორებ: საუკუნეებით ადრე ითქვა ეს და ნუღარ სვამთ ამ კითხვას. გავეცნოთ ჯერ ძველ აღთქმას და არა მხოლოდ საკუთარი ინტერპრეტაციით! ახლა მეორე, რატომ 7 იანვარი?

ამ მსოფლიოს ცოცხალი ბუნების დღიდან დღემდე დაახლოებით 40 კალენდარი ახსოვს.
,,კალენდა" - მევალეები, გადასახადის გადამხდელები, რომლებიც პირველ რიცხვში იხდიდნენ თანხას.
რადგან კეისრისთვისაც ესოდენ საყურადღებო იყო წელთაღრიცხვა, იმ დროის გამორჩეულ ხალხს და კერძოდ კი ეგვიპტელებს მიმართა დახმარებისთვის რომ წერტილი დაესვა ამ გაუგებრობისთვის!

საქმეს ალექსანდრიელი ასტრონომი სოზიგენე ხელმძღვანელობდა. მან შემოიღო ე.წ. იულიუსის კალენდარი, ქრისტეს შობამდე 46 წელს. ხანგრძლივობა 365 დღე, 5 საათი, 48 წუთი და 47 წამი. ამ ფორმით თუ დაიწყებოდა ათვლა, მაშინ ყოველი 730 წლის შემდეგ ზაფხულის თვეებს ზამთრისად აქცევდა დრო, შესაბამისად ყოველი მესამე წლის შემდეგ ნაკიანი 366-დღიანი წელიწადი შემოიღეს.

ახლა რატომ არის იულიუსის კალენდარი კოსმიურად ზუსტი და რით მოიხიბლნენ იმ დროის მთავარნი? ძველი ეგვიპტელები მეტად ჭკვიანი, ბრძენი ერი იყო. სოზიგენემაც იცოდა, რომ კალენდარი მოიცავდა, არა მარტო, მზეს და მის წრიულ ბრუნვას, არამედ, ვარსკვლავებს, მთვარის ფაზებს და მთელ კოსმოსს. მაშასადამე, იულიუსის კალენდარი თვით კოსმოსთანაა ჰარმონიზირებული. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 325 წლის ნიკეის საეკლესიო კრებაზე და დადასტურებული, ჩათვლილი ნამდვილ მეცინიერულ მონაპოვრად.

ასევე, გეტყვით, რომ ნიკეის I საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ ისეთი დიდი სასულიერო პირები, როგორებიც იყვნენ წმინდა ნიკოლოზი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება!
ამას დაემატა საეკლესიო ნაშრომი ინდიქტიონი, სადაც მზიური წლის 28 და მთვარის წლის 19, გამრავლების შედეგად ვიღებთ 532-ს. ინდიქტიონი იძლევა კოსმიურ, ისტორიულ და ლიტურგიკული ქრონოლოგიის ერთობლიობას.

ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ, სამწუხაროდ, გავიდა საუკუნეები და 1582 წელს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის ბრძანებით, რენესანსის, ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით კალენდარულმა რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია, როგორც მეცნიერებაში, ისე მოსახლეობაში.

პაპმა გრიგოლ XIII ბრძანა 4 ოქტომბრის, ხუთშაბათის მომდევნო დღედ გამოცხადებულიყო 15 ოქტომბერი, პარასკევი, ხოლო დღეები 4-დან 15 ოქტომბრამდე უბრალოდ ამოიღეს. ამის გამო, სრულიად აირია ისტორიული ქრონოლოგია. მისივე ბრძანებით კი ყველა მოწინააღმდეგე დააშინეს, ხოლო ამ მოვლენას მოჰყვა მთავარი: მოიჭრა მონეტა, სადაც მონეტის ერთ მხარეს თავად პაპი იყო გამოსახული, მეორე მხარეს კი ცნობილი ბართლომეს ღამე, როდესაც კათოლიკებმა 30000 პროტესტანტი დახოცეს - ,,სიკვდილის ანგელოზის ლახვრით."
ამ მონეტებით კი პაპი ძალიანაც ამაყობდა.

მისივე შემოღებული კალენდარი კი მხოლოდ და მხოლოდ, მზიურ ციკლს ეყრდნობა, დანარჩენი კოსმიური სამყარო ამოღებულია. მაშინ, როცა ძველი ბერძნებიც კი ასე ამბობდნენ: ,,ერთადერთი ზუსტი კალენდარი არის იულიუსისა, ეგვიპტელთა შემოღებული. ჰარმონიით დღე-ღამისა, მკაცრი მონაცვლეობით ნაკიანი წლებისა, კავშირში მთვარის ბრუნვასთან, ამ ფაზების 19 წლიანი ციკლის გამეორებასთან, პასქალიის ციკლთან."

გავიმეორებ: გრიგორიანული კალენდარი გაუბრალოვდა, შემოიფარგლა მხოლოდ მზით. ახლა მეორე და ერთ-

ერთი უმთავრესი:

არც იულიუსის და არც გრიგორიანული კალენდარი ბოლომდე ზუსტი არ არის, გარკვეული წლების გავლის შემდეგ ორივე კალენდარს ექნებოდა ცვლილებები და მექანიკურად შესასწორებელი გახდებოდა, მაგრამ, როდესაც ჩვენ ეკლესიურ მოვლენებს განვიხილავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ 1582 წელს ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი, იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი - სილვესტერი და იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი. მათი განჩინებით დაგმობილ იქნა გრიგორიანული კალენდარი!

მეტსაც გეტყვით: დაირღვა მთავარი, რაც ითვალისწინებს აღდგომის ზეიმს ებრაელთა პასექის შემდეგ, კათოლიკებმა კი აღდგომა პასექამდე აღნიშნეს, რაც უბრალოდ დაუშვებელია, 1864, 1872, 1883 წლებში. 1850-დან 1950 წლამდე 15 ასეთი შემთხვევა იყო, ხოლო 1891 და 1894 წლებში მთელი ერთი თვით ადრე დაასწრეს პასექს. წარმოგიდგენიათ? 1 თვით ადრე! ახლა ერთი თვით ადრე რომ აღნიშნოს ვინმემ შობა ან მსგავსი ძალით მონეტა მოჭრას დღეს მგონი ეს თაობა მას ანათემას გადასცემს, მაგრამ ისტორიას არ ვეცნობით, სამწუხაროდ.

კიდევ: ხარება იყო 25 მარტს, მაგრამ 7 აპრილს აღინიშნება, ამაზე რატომ არ არის ხოლმე დავა? მიკვირს. გიორგობა 10 ნეომბერსაა და აღინიშნება 23 ნოემბერს. ფერისცვალება 6 აგვისტოსაა და 19-ში აღვნიშნავთ. ღვთისმშობელმა 15 აგვისტოს მიიძინა და 28-ში აღვნიშნავთ. ეს ყველაფერი ხომ დაცულია ძველი სტილით? და ახალთან მიმართებაში რეზონირდება. ისევე, როგორც შობა 25-შია და ვზეიმობთ 7-ში. რატომ სხვებზე არ გამოვხატავთ პროტესტს? საინტერესოა ... დაცულია ფიცი და ძველი კალენდრის ერთგულებაც და სიზუსტეც, რაც 325 წლიდან მოდის.

აღდგომასაც კი, როცა 1549 წელს დაუკეტეს კარი მართლმადიდებელ პატრიარქ სოფრონს, მივიდა და ბოძთან ლოცულობდა, მოულოდნელად მეხი დაეცა ბოძს და ცეცხლი იქიდან გადმოვიდა. ძელი ორად გაგლიჯა. მეტი ნიშანი რაღა უნდა იყოს რომ ძველი კალენდარი უფრო მართებულია საღვთისმეტყველო ხაზში!

დამატებით გეტყვით, რომ არსებობდა ძველი ქართული ზუსტი კალენდარიც, რომელმაც ქრისტიანობის შემოსვლას მოუმზადა საფუძველი, თუმცა ეს კალენდარი, სამწუხაროდ, დღეს არ მოგვეპოვება.
ვეთანხმები ბ-ნ ალიკო ცინცაძეს იმაში, რომ წინარექრისტიანულ დროს სიტყვა წელიწადს დიდი დატვირთქვა ჰქონდა. წ (ელი) ელი - ღმერთს გამოხატავს, ხოლო წადი კი დამშვიდობებას.

ამიტომ, ძველმა ქართველებმა ძველ სამყაროს, ძველ კერპებს და მათ მონურ მორჩილებას გამოუხურეს კარი და თქვეს : წელი წადი! რითაც ახალ ღმერთს და ქრისტეს შობისთვის მოსამზადებელ პროცესებს დაუდეს საფუძველი!
ამიტომ აღინიშნება შობა სწორედ 7 რიცხვში და ვეთანხმები კიდეც ამას. იმიტომ რომ ფესვში დაუშვეს, თანაც სისხლის ღვრით კათოლიკეებმა შეცდომა, თანაც ისე რომ არც ჰქონდათ ამის არანაირი უფლება!
მას შემდეგ, ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრსაც დაავიწყდა ეს ამბავი, ხოლო სასულიერო და საერო კალენდარი სხვა სახელმწიფოებმა გააერთიანეს, რაც დაუშვებელია, ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგეტიკული ხაზის გამო!
სხვა - რა გითხრათ? რით გაგახაროთ? მეტ გონიერებას და სულიერ მხნეობას გისურვებთ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წლის საუკეთესო დასასრული აზარასთვის…“ – საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი მამა გახდა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?