Digest Logo

რატომ არ ატარებენ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები ხშირად მზის სათვალეს - წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას

1749239473
სამეფო ოჯახის წევრები

მზის სათვალე ბევრი ადამიანის საყვარელი აქსესუარია. ხშირად ის არა მხოლოდ იმიჯის ნაწილია, არამედ ჩვენი თვალების ჯანმრთელობისა და მავნე გამოსხივებისაგან თავდაცვისთვის აუცილებელი ნივთია. თუმცა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა.

სამყაროში, სადაც ყველა ჟესტსა და გარდერობის ელემენტს ფარული მნიშვნელობა აქვს, მზის სათვალეც შეუფერებელი აღმოჩნდა.

რატომ არ ატარებენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლები თითქმის არასდროს სათვალეს?

სამეფო ოჯახის წარმომადგენლები საზოგადოებაში სათვალით ძალიან იშვიათად ჩნდებიან. მიზეზი არა აკრძალვები, არამედ სამეფო ეტიკეტის დაუწერელი წესებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მედიაში არაერთი ფოტო იძებნება, სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მზის სხივებს "შიშველი" თვალით უმკლავდებიან. თუმცა, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობს, როდესაც მათ წესების დარღვევა და სათვალის მორგება გადაწყვიტეს. 

საქმე ისაა, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში თვალით პირდაპირ კონტაქტი პატივისცემის, გახსნილობისა და კეთილი ნების ნიშნად ითვლება. მზის სათვალე კი როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად ბარიერად იქცევა.

როდესაც მონარქი ან პრინცესა სტუმრებს ესალმება, უცხოელ ლიდერებს ხვდება, დაფარული თვალები მიუღებელ დისტანციად აღიქმება. 

როდის არის სათვალის ტარება დაშვებული?

რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, როდესაც საქმე ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებასა და კაშკაშა მზეს ეხება. აღსანიშნავია უიმბლდონი, სამეფო ასკოტი, ტურები ცხელ ქვეყნებში. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა სათვალე მოირგონ, თუმცა ოთახში შესვლისას ან ოფიციალური საუბრის დაწყებისას ყოველთვის იხსნიან.

ხანდახან დედოფალი ელისაბედ მეორეც კი აძლევდა საკუთარ თავს უფლებას, რომ სათვალე გამოეყენებინა. თუმცა, ის გამჭვირვალე ან ოდნავ ჩამუქებული ლინზებით არსებულ მოდელებს ირჩევდა, რომ თვალით კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონოდა.

რატომ გრძელდება ეს წესი დღემდე?

თანამედროვე ბრიტანული მონარქია ინსტიტუტია, რომელიც მკაცრი ტრადიციების მიხედვით მოქმედებს. გარდა ამისა, საზოგადოებრივ ცნობიერებაში აშკარა ასოციაციაა: მზის სათვალე ჰოლივუდურ გლამურს, ცნობილ ადამიანებთან დისტანციას და პირად სივრცეს ეხება. სამეფო ოჯახი კი საპირისპიროს - გახსნილობის, ხელმისაწვდომობის, მოკრძალების დემონსტრირებას ცდილობს.

მაშინაც კი, როდესაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები სათვალეს არჩევენ, სხვადასხვა კრიტერიუმს იყენებენ. აუცილებელია კლასიკური ფორმის სათვალის არჩევა, რომელიც ზედმეტი დეტალების, ლოგოებისა და ფერადი ელემენტების გარეშეა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი“  - რას წერს თათია შარანგია

⭕„შეუდარებელი გოგო“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 წვეულება კანში - ზურიკო დავითაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას კადრები წვეულებიდან