
ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც მისი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე მუდამ ინტერესის ობიექტია, პერიოდულად საზოგადოებას პირადი ცხოვრების და მოვლენების შესახებ სიახლეებს უზიარებს.
ცოტა ხნის წინ იგი მეუღლეს ჯარჯი თორაძეს დაშორდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, ბოლო დროს ჯარჯი თორაძეს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, თათია, მუდმივად გვერდით ედგა მეუღლეს და მისი მთავარი დამხმარე და მხარდამჭერი იყო. მიუხედავად მისი ძალისხმევისა, როგორც ჩანს, წყვილის დაშორება გარდაუვალი გახდა.
თათია შარანგია 5 ივნისს იუბილარი იყო, რომელმაც დაბადების დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა, მან ცოტა ხნის წინ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მადლობას უხდის ყველას.
„უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, იმ სითბო და სიყვარულისთვის, რაც უდიდეს ძალას მაძლევს.
მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც არის ჩემი ცხოვრების საყრდენი და საჩუქარი. მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი.
პასტელურ, ვარდისფერ ფერებში დაიწყო ჩემი 36!“, - წერს თათია შარანგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სადაც შენ ხარ, იქ სხვამ ვერ უნდა იმეფოს!“ - ლაშა ბექაური ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
🎥 საუკეთესო თარიღები თმის შესაჭრელად ივნისში, იმისთვის, რომ ფინანსები და სილამაზე მოიზიდოთ