ხშირად გვესმის, რომ პოზიტიური ფრაზების გამეორებასა და აფირმაციებს ცხოვრების შეცვლა შეუძლია, თუმცა პრაქტიკაში ისინი უმეტესად არ მუშაობს. ჰოლისტური მედიცინის სპეციალისტი, გიორგი ღამბაშიძე „იუთუბის“ არხზე „ქალების პოდკასტში“ განმარტავს, თუ რა უშლის ხელს სურვილების მატერიალიზაციას და რატომ არის უსარგებლო „მილიონერობის“ გამეორება, თუ სიტყვებს მიღმა შესაბამისი შინაგანი განცდა და შეგრძნება არ დგას.
„რაც არ უნდა ვიძახო, მაგალითად, „მე მილიონერი ვარ“, თუ შინაარსში განცდა არ ჩაიდო, არაფერი მოხდება. გული, ცნობა და გონება ერთმანეთზეა დამოკიდებული. თუ შეგრძნება არ ჩაიდო, არაფერი განიცდის მატერიალიზაციას. სწორედ ამ შეგრძნებებით ხდები დამკვირვებელი“, - ამბობს გიორგი ღამბაშიძე.
ვრცლად, ნახეთ საინტერესო ინტერვიუ: