Digest Logo

რატომ არასდროს არ ვიცით რა ჩავიცვათ - 7 მიზეზი

1727511544
ტასაცმელი  ტანსაცმელი

რა ჩავიცვა?! - ალბათ რთულად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს შეკითხვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ დაუსვამს.  დამეთანხმებით ალბათ, რომ რამდენი ტანისამოსიც არ უნდა გვქონდეს გარდერობში - გადაწყვეტილების მიღება მაინც ყოველთვის ძალიან გვიჭირს.  ხშირად შერჩეულ მაისურს  არ ვიცით რა შევუხამოთ, ზოგჯერ შესაფერისი ფეხსაცმლისა და ჩანთის არჩევა გვიჭირს და ა.შ. ასეთ დროს ძალიან გვინდა, ხოლმე, რომ მთელი ჩვენი გარდერობი გადმოვყაროთ.

მოდის სფეროს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა და ფსიქოლოგებმა გამოავლინეს 7 მთავარი მიზეზი, თუ რატომ არასდროს არ ვიცით რა ჩავიცვათ.

სპეციალისტების თქმით, ამ არასასურველ სიტუაციას, შეიძლება იწვევდეს ის ფაქტი, რომ ყოველთვის ერთი და იგივე სტილის სამოსს ყიდულობთ.  როგორც მოდის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ რომ მარტო ჯინსი გიხდებათ, თქვენი კარადა მხოლოდ ჯინსის შარვლებით არ უნდა აავსოთ. ორი წყვილის ყიდვა სრულებით საკმარისია.  სამაგიეროდ, შეგიძლიათ რამდენიმე სხვადასხვა სტილის, ფორმისა და ფაქტურის სამოსი შეიძინოთ.

როგორც მოდის  სფეროს წარმომადგენლები ამბობენ -  ხშირად როდესაც რაღაც ძალიან მოგვწონს, მას დაუფიქრებლად ვყიდულობთ და არ ვუკვირდებით იმას, თუ რასთან ერთად ჩავიცვამთ მას -  რაც ძალიან დიდი შეცდომაა. მსგავსი ქმედება მხოლოდ ფულის ზედმეტ ხარჯვას მოიტანს და შედეგად, თქვენი გარდერობი უამრავი არასაჭირო სამოსით გაივსება.  ამიტომ, სპეციალისტები გირჩევენ, სასურველი ტანისამოსის ყიდვისას, კარგად დაფიქრდეთ, თუ რას შეუხამებთ შენაძენს.

ასევე, ექსპერტების თქმით, თქვენ არ აქცევთ ყურადღებას ე.წ. საბაზისო გარდერობის ქონას. ეს ტერმინი  კარადის ისეთი სამოსით შევსებას გულისხმობს, რომელიც ყველას სჭირდება. მაგალითად: თეთრი და შავი ფერის პერანგი, კაბა, კლასიკური შარვალი და ქვედა ბოლო. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მსგავსი სტილის საბაზისო ტანისამოსის შეხამება მოდის თანამედროვე ტენდენციებთან ყოველთვის ძალიან მარტივი და და რაც მთავარია, თავსატეხს თავიდან აგარიდებთ.

არეულობა გარდერობში - ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ხშირად იმაზე ფიქრში თუ რა ჩაიცვათ, საათებს ატარებთ. მოდის სფეროს წარმომადგენლების თქმით, თუ თაროებზე სამოსს მოხერხებულად დააწყობთ და დაახარისხევბთ - ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს უფრო გაგიმარტივებთ.

თქვენ მხოლოდ მოდურ სამოსს ყიდულობთ  - შეუძლებელია შექმნა ადეკვატური გარდერობი მხოლოდ მოდური ტანსაცმლით. რატომ? იმიტომ, რომ ტრენდები ძალიან მალე გადადის მოდიდან. ასე რომ, ყოველ სეზონზე გარდერობის განახლება, საბაზისო გარდერობით დაიწყეთ.

თქვენ მხოლოდ ფასდაკლებებზე ყიდულობთ -  ფასდაკლებები ძალიან სარისკო რამაა. როდესაც 50-70%-იან ფასდაკლებებს ვხედავთ, ხელი თავისით მიიწევს საფულისკენ და ბევრ არასაჭირო რაღაცას ვყიდულობთ. ამ შემთხვევაში, არ უნდა დაგვავიწყდეს ზემოთ მოყვანილი რჩევები.

თქვენ არ ითვალისწინებთ თქვენი სხეულის ფორმას - შეისწავლეთ კარგად თქვენი სხეული. დააკვირდით, როგორი ფორმის ტანსაცმელი გიხდებათ და არჩევანი ამის მიხედვით გააკეთეთ. ნუ შეიძენთ ტანსაცმელს მომავლისთვის. ზოგჯერ ძალიან მოგწონს და გინდა რაღაც კონკრეტულის ყიდვა და ფიქრობ, რომ წონაში დაიკლებ და მაინც ჩაიცვამ. იმის ნაცვლად, რომ ფული დახარჯოთ სამოსში, რომელიც შეიძლება ხუთი წლის მერეც ვერ ჩაიცვათ, შეიძინეთ ის, რის ჩაცმასაც ამ სეზონზე შეძლებთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕არომათერაპია - რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე სურნელი?

„ამერიკაში ჩამოხვალ და დათი არ ნახო, დანაშაულია... აი, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი“ - პეტრე კოლხი

რატომ დაარქვა თამარ ალადაშვილმა ქალიშვილს დედამთილის სახელი და რატომ ზრუნავს ის საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად