2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი მკურნალობას უცხოეთში აგრძელებს.
დათის სანახავად ოჯახს პეტრე კოლხი ესტუმრა, რომელმაც სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„ამერიკაში ჩამოხვალ და დათი არ ნახო, დანაშაულია… აი, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი… დათი არის მოტივაცია, ძალა, რწმენა, იმედი, რომ ყველა დიდ განსაცდელს გაუძლო და ცხოვრებას გაუღიმო…
საოცარი სიყვარულის და სითბოს ადამიანი… დალოცეთ დათი, უსურვეთ დიდხანს სიცოცხლე… საოცარი მშობლების შვილი!“, - წერს პეტრე კოლხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რატომაა ჩვენი ხელები „გადაშლილი წიგნი“ და რის ამოკითხვა შეიძლება ცერა თითზე