როგორია სამზარეულოში მიმდინარე ქიმიური პროცესები და ის გავრცელებულ შეცდომები, რომლებიც საკვების ხარისხს აფუჭებს? რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი ჩვენს წონასა და ჯანმრთელობაზე? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე შეფმზარეულმა, გასტრონომმა და კვების ტექნოლოგმა ლუკა ნაჭყებიამ გადაცემაში „კოდკასტი“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა.
გარდა ამისა, მან იმ ისტორიულ დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება, რის გამოც საახალწლო სუფრა გოჭთან და საცივთან ასოცირდება:
- რა არის ყველაზე არაჯანსაღი საკვები საახალწლო სუფრაზე?
არ მიყვარს სიტყვა არაჯანსაღი, რადგან მნიშვნელობა აქვს დოზირებას, „პორციას“ დიდი მნიშვნელობა აქვს. არაჯანსაღი არის ის ინტენსიურობა და ნაირსახეობა, რაც ახალ წელს ხდება. ერთმანეთში არევა.
ადამიანის კუჭის სფეროს ორი განსხვავებული რეჟიმი აქვს, ეს არის ფერმენტული ფაზა და მარილმჟავური ფაზა, რაც ერთმანეთთან კარგად არ არის მიქსში. ანუ, ჯერ ერთი უნდა მოხდეს, მერე მეორე. როცა ურევ ცხოველურ ცხიმს, მცენარეულთან, პარალელურად ნახშირწყალს რომ აყოლებ, ხდება შიდა კონფლიქტი მონელების სისტემაში, დაყოვნება, დუღილი, ყაზბობა.
ფერმენტაცია, რაც ხდება, შეიძლება იყოს ტოქსიკურიც, მოხდეს ღვიძლის, თირკმლის დატვირთვა.
არ აურიოთ ძალიან - სწორი რჩევა ეს იქნება.
ხილეული და პარკოსნები ცნობილია იმით, რომ მინერალების ათვისებას უშლის ხელს. წარმოიდგინეთ, ალკოჰოლი, პარკოსნები, თხილეული. დეჰიდრაცია + მექანიზმი, რომელიც დეჰიდრატაციის რეჰიდრატაციას აჩერებს, ეს გიგრძელებს ორი დღით „პახმელიას“.
- რატომ ასოცირდება ახალ წელთან გოჭი, საცივი?
ეს ზოგადად ფრანგული კულინარიის ნაწილია, იმათმა დაიწყეს და ჩვენთან ჩამოვიდა. მეფის კარზე გაჩენილი კულტურაა, რომ მთავარი კერძი დემონსტრაციულად გოჭი ან რამე სხვა, წვრილფეხა საქონელი. მერე ეს კულტურა წავიდა რუსეთში და მოვიდა ჩვენამდეც.
- იცვლება თუ არა კვების კულტურა საახალწლო პერიოდში>
ძალიან ღრმა, ფსიქოლოგიური საკითხია. 5-6 თაობა მაინც სჭირდება, რომ პატარა ძვრა მაინც მოხდეს. ოლივიე ჩემთანაც არის. არ არის ეს კერძი რუსული, ფრანგულია“, - ამბობს ლუკა ნაჭყებია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=oVEoo6_IMDc

აგრეთვე დაგაინტერესებთ: