რატომ ეშინიათ ადამიანებს თვალებში ჩახედვის? ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული.
რისთვის? თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ ვარსებობთ. თუ საკუთარი თავი არ გვიყვარს, ვერც სხვას შევიყვარებთ; ვერაფერს გავცემთ, თუკი თავად არ გაგვაჩნია.
თითოეულის ცხოვრებაში აუცილებლად უნდა იყოს ისეთი პაუზები, როცა არაფერს აკეთებთ, თქვენს თავს არაფერი ხდება, უბრალოდ სხედხართ, უყურებთ სამყაროს, სამყარო კი თქვენ შემოგყურებთ.
მატერიალური ღირებულებები წარმავალია: დღეს შეიძლება „მაზდაზე“ იჯდე, ხვალ - „პორშეზე“, ზეგ კი - მეტროთი მგზავრობდე. მთავარია იმ ადამიანების გაფრთხილება, ვინც ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გამოიარა, თქვენ გვერდით იყო, მხარს გიჭერდათ და სასოწარკვეთაში ჩავარდნის უფლებას არ გაძლევდათ.
ზოგჯერ ღირს გაჩერება და დაფიქრება: ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებისგან „უნდა გათავისუფლდეთ“, უბრალოდ, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არიან ისეთებიც, ვინც არ იმსახურებს იმ როლს, რომელსაც ჩვენ მათ ვანიჭებთ.
ამ სამყაროში გამდიდრების ორი გზა არსებობს: შეგიძლია დააგროვო ბევრი ფული ან ბევრი მეგობარი, მაგრამ არასდროს - ორივე ერთად. ნუ შეიმჩნევთ, თუ რამემ გული გატკინათ, უბრალოდ გაიღიმეთ და ჩუმად გააკეთეთ დასკვნები.
ყველას სურს თავისუფლება, მაგრამ არ ესმით მისი არსი. ჩვენ ყველანი განვიცდით შიშს იმ მომენტში, როცა შეგვიძლია ჩვენი ბედის შეცვლა. ერთნი მიჰყვებიან ამ შიშს და იცვლებიან, სხვები კი მუდამ ერთ ადგილზე ტკეპნიან წრეს - სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი თავისუფლების ხარისხი, დანარჩენი კი წინასწარ არის განსაზღვრული.
მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას ხედავ, არამედ ის, თუ როგორ უყურებ და როგორ ეკიდები მას. საუკეთესო გზა ისაა, რომელსაც საკუთარ თავთან მიჰყავხარ.
არასდროს უნდა თქვა არაფერზე უარი. ცხოვრება იქ კი არ გვტეხს, სადაც სუსტები ვართ, არამედ იქ, სადაც ჩვენი ყველაზე ხისტი პრინციპები და სტერეოტიპებია.
როგორც წესი, დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ ჩასწვდე, იცხოვრო და გააცნობიერო წარმოუდგენლად მარტივი და მნიშვნელოვანი წამები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო მიიღო
⭕„პატრიარქის სიყვარულით მიმღები — ღვთის ნების მორჩილებაშია...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„პატარა გასეირნება“ - მერაბ დვალიშვილი ლონდონში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
წყარო: www.facebook.com