Digest Logo

„პატრიარქის სიყვარულით მიმღები - ღვთის ნების მორჩილებაშია...“: რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1774444252
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს, სადაც აწ გარდაცვლილ პატრიარქზე, ილია მეორეზე წერს:

„პატრიარქის სიყვარულით მიმღები — ღვთის ნების მორჩილებაშია,
ხოლო პატრიარქის მიმართ ამხედრებული,
მისი სიტყვის უარმყოფელი,
მის წინააღმდეგ გალაშქრებული,
ღვთის მიმართ ამხედრებული,
ღვთის უარმყოფელი
და ღვთის მიმართ გალაშქრებულია,
ვინც არ უნდა იყოს — არ აქვს მნიშვნელობა,
რა განათლებაც არ უნდა ჰქონდეს — არ აქვს მნიშვნელობა,
რა ზნეობრივ ნორმებშიც არ უნდა იჯდეს — არ აქვს მნიშვნელობა,
რა სულიერიც არ უნდა იყოს — არ აქვს მნიშვნელობა,
ღვთის ნებას უარყოფ? — დამთავრებულია“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატარა გასეირნება“ - მერაბ დვალიშვილი ლონდონში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕ჰანდე ერჩელი მიმართვას ავრცელებს - „მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ჩემი ქვეყანა და ენდობა ჩემს მთავრობას“

🎥 „მნიშვნელოვანია, მადლიერება იყოს უფრო მეტი, ვიდრე გოდება და გლოვა“ - რას მოიტანს პატრიარქის გარდაცვალება, მარიამ შუკაკიძე