Digest Logo

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

1734431671
რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები

თუთიყუში ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ფრინველთაგან, რომლებიც ლაპარაკობენ. ის მიმიკის ოსტატობით ცნობილია და შეუძლიათ საოცარი სიზუსტით გაიმეოროს ასობით უნიკალური ბგერა, მათ შორის ადამიანის ლაპარაკი. 

რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუთიყუშის ლაპარაკი მათი მხრიდან ურთიერთობის დამყარების სურვილია და ეს ნაწილობრივ მართალია.

თუთიყუშების ზოგი სახეობა - მაგალითად, თუთიყუში ჟაკო - საკმაოდ ადვილად სწავლობს და ეს მხოლოდ საუბარს არ ეხება;

ჟაკოს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვაოს ფერები და საგნები, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ ახერხებს ის ლაპარაკს.

როგორც ირკვევა, პირველ რიგში, სქელი ენის დამსახურებით, რომელიც ადამიანის ენას წააგავს.

მეორე ფაქტორი თუთიყუშის სმენის ორგანოა, რომელიც ადამიანის მეტყველებაში იჭერს ბგერებს, რომლებსაც თავად თუთიყუშები გამოსცემენ.

მესამე - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ფრინველები სხვებზე გონიერები არიან და ეს უნარი მათი ტვინის აგებულების თავისებურებით განისაზღვრება. ნეიროფზიოლოგებმა თუთიყუშების და მგალობელი ფრინველების ტვინში აღმოაჩინეს პატარა „კუნძული“, რომელიც ფრინველებს სიტყვებისა და ბგერების დამახსოვრებასა და გამეორებაში ეხმარება. გენეტიკურმა ანალიზმა დაადგინა, რომ ეს „კუნძული“ თუთიყუშებში განსხვავებულადაა მოწყობილი და დაფარულია სქელი ნეირონების გარსით. რაც მეტად სქელია ეს გარსი, მით მეტ სიტყვას იმახსოვრებს ფრინველი.

მიუხედავად იმისა, რომ თუთიყუშების შესწავლის პროცესი გრძელდება და მეცნიერები ახალი აღმოჩენებით გვაოცებენ, იმის თქმა, რომ თუთიყუში აცნობიერებს თავის საუბარს, ალბათ არასწორია.

მეცნიერთა აზრით, თუთიყუშებმა ბგერების მიბაძვის უნარი ევოლუციის დროს გამოიმუშავეს, რათა სხვა თუთიყუშებთან კავშირი დაემყარებინათ და საკუთარი ტერიტორია დაეცვათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „რა ტან-ფეხი...“ - თამთა შედანია ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 ვინ იყო პელეს ქართველი ნათლია? - აქამდე უცნობი ისტორია

⭕ხულოელმა MMA-ის მებრძოლმა ზედიზედ 2 გამარჯვება მოიპოვა

წყარო: funtime.ge