Digest Logo

რატომ უნდა გარეცხოთ მარწყვი მარილიან წყალში

1620577426
მარწყვი

მაისის ბოლოს მარწყვის, ყველაზე პირველი და ბევრისთვის ყველაზე საყვარელი საზაფხულო კენკრის, სეზონი დგება. ბაღის მარწყვის გემო და სარგებელი წარმოუდგენელია! როგორ გავრეცხოთ მარწყვი ისე, რომ უსიამოვნო სიურპრიზები თავიდან ავიცილოთ?

ბოლო დროს ბოსტნეული, ხილი და კენკრა დიდი რაოდენობით პესტიციდებით მუშავდება, რომ მავნებლებით დაინფიცირება არ დაუშვან. ასეთი ზომები მოსავალს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან ყოველთვის ვერ იცავს.

ჩვენთან მარწყვის კენკრა ხშირად ზიანდება მავნებლით, რომელიც წვრილ თეთრ ჭიას ჰგავს, სინამდვილეში მრავალფეხიანია. ტკბილი კენკრის ჭამა უყვარს ბუგრებს, ლოკოკინებს და ლოქორებს, ასევე მუხლუხოებს და თრიფსებს.

TikTok-ის მომხმარებლებმა სახიფათო აღმოჩენა გააკეთეს. გოგონამ ოთახის ტემპერატურის წყლით თასი აავსო, მასში რამდენიმე კოვზი ზღვის მარილი დაამატა, მარწყვი მოათავსა და დაახლოებით 30 წუთით დაელოდა.

ამის შემდეგ ზედაპირზე არანაირი მწერი არ დაუნახავს.

მაგრამ, როცა მარწყვს დააკვირდა, შეამჩნია, რომ ზოგიერთი „თესლი“ მის ზედაპირზე მოძრაობდა!

კარგად დააკვირდა და ეს თესლი სულაც არაა!

მარილის ზემოქმედებით მარწყვიდან მის შიგნით მცხოვრები პატარა ჭიები გამოვიდა. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ისინი ნაყოფის ბუზის შთამომავლობის შეიძლება იყვნენ.

მსგავსი ექსპერიმენტი TikTok-ის სხვა მომხმარებელმა (@lavender…lush) ჩაატარა. სოციალური ქსელის მომხმარებლები საყვარელ კენკრაში ფარული მაცხოვრებლების აღმოჩენით უკმაყოფილეები იყვნენ. ბევრი არ ელოდა, რომ წლების განმავლობაში მარწყვთან ერთად მწერების ლარვებსაც მიირთმევდნენ.

სწორედ ამიტომ, მშობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. სანამ ბავშვი კენკრას შეჭამს, სჯობს კარგად დაათვალიეროთ. თავად გადაწყვიტეთ, მარწყვს მარილიან წყალში გარეცხავთ თუ არა. თუმცა როგორც ამბობენ, გაფრთხილებულს, ღმერთი დაიცავს.

ბევრს აინტერესებს, ასეთი პროცედურის შემდეგ მარწყვი მარილიანი იყო თუ არა. ვიდეოს ჩამწერი გოგონა ირწმუნება, რომ შემდეგ სუფთა წყალში კარგად გარეცხა და ამის შემდეგ მისმა შვილმა შეჭამა. მისი თქმით, მარილი „ოდნავ იგრძნობოდა“, მაგრამ მარწყვი „წესრიგში“ იყო.

ახლა უკვე იცით, როგორ გარეცხოთ მარწყვი დაუპატიჟებელი სტუმრების მოსაშორებლად. საკითხის მეორე მხარეც გვახარებს: იდეალურ გლუვ მარწყვს დახლებზე, რომლებშიც მხოლოდ ქიმიაა, არც ერთი ჭია არ შეჭამს. აი, მარწყვი ჭიებით – ყველაზე ბუნებრივი და სუფთა პროდუქტია.

წყარო: paparazzi.ge