Digest Logo

🎥 „რაც უფრო დაბალი ფასი აქვს, მით უფრო საშიშია - შეამოწმეთ, ექიმის კაბინეტში არსებობს თუ არა პირველადი დახმარება ანაფილაქსიური შოკის დროს“: ციცინო შურღაია მომრავლებულ კოსმეტოლოგებსა და დამახინჯებულ სახეებზე

1791295948
ციცინო შურღაია

კოსმეტოლოგიური პროცედურების არაკვალიფიციურ პირებთან ჩატარების რისკებზე პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია პოდკასტში - Teen Talk საუბრობს. მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა შემთხვევები, როდესაც ადამიანები მხოლოდ მოკლე კურსის გავლისა და სერტიფიკატის მიღების შემდეგ იწყებენ ინექციური პროცედურების ჩატარებას.

ციცინო შურღაია მიიჩნევს, რომ ადამიანის სახეზე ნებისმიერი ჩარევა, განსაკუთრებით ინექციური პროცედურა, შესაბამის სამედიცინო განათლებასა და სახის ანატომიის ცოდნას მოითხოვს.

„დღეს საქართველოში ძალიან აქტუალურია ახალი მიმდინარეობები, პროფესიის შეცვლა და ცოტა უცნაურად ხდება ხოლმე ჩვენ ქვეყანაში პროფესიის შეცვლა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს სერტიფიცირებული კურსები, აიღოს სერტიფიკატი და გახდეს დერმატოკოსმეტოლოგი, კოსმეტოლოგი, რომელიც აკეთებს ინექციებს შემდეგ სახეზე.

თინეიჯერები, რადგან მათი მომსახურება ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ხშირად აკითხავენ ხოლმე მათ და იკეთებენ, ნუ, ცხვირის წვერის აწევას, სიტყვაზე, ბოტოქსს, სახის დატენიანებას, რასაც მიიჩნევენ იმ მომენტში, რომ სჭირდებათ“, - აღნიშნავს ექიმი.

ექიმი ასევე საუბრობს იმ გარემოს მნიშვნელობაზე, სადაც სამედიცინო პროცედურა ტარდება. მისი თქმით, პაციენტმა წინასწარ უნდა გაარკვიოს, რამდენად არის კლინიკაში უზრუნველყოფილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო პირობები.

„როდესაც მიდიხართ ნებისმიერი იმ პროცედურის გასაკეთებლად, რომ თქვენს სხეულში შევა ადამიანი ნემსით, ანუ შეიძლება თქვენი სიკვდილი გამოიწვიოს, არა აქვს მნიშვნელობა, ცარიელ ადგილზე შეიძლება მოხდეს ანაფილაქსიური შოკი. თქვენ რატომ არ ამოწმებთ ამ ადამიანს? შეამოწმეთ, არსებობს თუ არა პირველი დახმარების მთელი კომპლექსი იმისთვის, რომ ანაფილაქსიური შოკი მოიხსნას ამ ორგანიზაციაში. რაც უფრო დაბალი ფასი აქვს, მით უფრო საშიშია, ხალხო. რაც უფრო დაბალი ფასი აქვს... ცხოვრება ერთია და მერე ვერაფერ ფასად ვერ იყიდი იმ დაკარგულ ჯანმრთელობას. მე ასე მიმაჩნია“, - ამბობს ციცინო შურღაია.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

✕