Macarena - „მაკარენა“ 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მხიარული ჰიტია, რომლის რიტმზეც მთელი მსოფლიო ცეკვავდა. თუმცა, მიუხედავად მისი პოზიტიური და ენერგიული მელოდიისა, სიმღერის ტექსტის შინაარსი სინამდვილეში საკმაოდ ირონიული, თამამი და, შეიძლება ითქვას, სკანდალურიც კია.
სიმღერა გვიყვება გოგოზე, სახელად მაკარენა, რომლის შეყვარებულიც, სახელად ვიტორინო ჯარში გაიწვიეს. სანამ მისი „ბოიფრენდი“ ქვეყანას ემსახურება და ფიცს დებს, მაკარენა დროს არ კარგავს, მიდის დისკოთეკაზე და შეყვარებულს მის ორ საუკეთესო მეგობართან ერთად ღალატობს.
სიმღერის მისამღერი კი ასე ჟღერს: „მიეცი შენს სხეულს სიხარული, მაკარენა, რადგან შენი სხეული იმისთვისაა, რომ მას სიხარული და კარგი რამეები მიანიჭო. მიეცი შენს სხეულს სიხარული, მაკარენა! ეჰ, მაკარენა!“.