Digest Logo

„როდესაც ადამიანს მშობელი უკვდება, იგივეა, მზე „ჩაესვენოს“ და შემდეგ რჩებიან წვრილ-წვრილი ვარსკვლავები…“ - ქუჩის გამოკითხვა ცხოვრების მთავარ მონატრებაზე

1765953721
ქუჩის გამოკითხვა

„დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდა ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა, სადაც საზოგადოებამ საყვარელ ადამიანებზე, მონატრებაზე და სინანულზე ისაუბრეს:

„როდესაც ადამიანს მშობელი უკვდება, მზე რომ ჩაესვენოს ადამიანისთვის ეს ისე არის და შემდეგ რჩებიან წვრილ-წვრილი ვარსკვლავები, მზე კი აღარ იქნება...

ცხოვრებაში ბევრია დანაკლისი და ბევრია სინანული, რომ მეორდებოდეს ცხოვრება მეორედ იმ შეცდომებს აღარ დავუშვებდი, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს...“

„ბევრჯერ მინანია, ის რომ საყვარელ ადამიანს ისე ვერ მოვეფერე როგორც საჭირო იყო, სხვანაირად მოვიქცეოდი უფრო ტკბილად, მაგრამ რას იზამ, ადამიანები ვართ და ვცდებით...“

„ცხოვრებაში ბევრი რამ მინანია, ყოფილა ბევრი უძილო ღამეებიც ახალგაზრდობაში, მაგრამ მყავს ჩემი ცხოვრების სიყვარული, რომელიც 30 წელია მიყვარს.“

ვიდეო ნახეთ აქ 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ეს არის დღე, რომელიც იდეალურია სიმართლის სათქმელად“ - რას გვიმზადებს 17 დეკემბერი?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 დეკემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕როგორი უნდა იყოს საახალწლო სამზადისი ცეცხლოვანი ცხენის შესახვედრად