2026 წელი არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენით იქნება დატვირთული, რადგანაც მას, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს. სწრაფი ცვლილებებისათვის მოემზადეთ, იმიტომ, რომ წლის მთავარი სიმბოლო ადამიანებს ძალიან დიდ ენერგიას, მოტივაციასა და გამბედაობას ანიჭებს. გვექნება შანსი, რომ ცვლილებები დავგეგმოთ, ყველა ეჭვი გავფანტოთ და ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი განვახორციელოთ. სიმბოლურად, წითელი ცეცხლოვანი ცხენი შეუჩერებელ ენერგიას, ძალასა და მოვლენების დინამიკურ განვითარებას განაპირობებს. დღეს მოგიყვებით ყველაფერზე, რაც წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ უნდა იცოდეთ.
გთავაზობთ რჩევებს თუ, როგორი უნდა იყოს საახალწლო სამზადისი ცეცხლოვანი ცხენის შესახვედრად:
ცხენი კოლექტიური ცხოველია და არ უყვარს მარტოობა, ამიტომ სასიკეთო იქნება ახალი წლის ღამეს „დიდ რემად“ შეკრება და წლის მფარველის კოლექტიურად დახვედრა, თუმცა არ ღირს ზედმეტი ხმაურისა და აჟიოტაჟის მოწყობა, რადგან ასე მხოლოდ თავს შეაწყენთ „მის უდიდებულესობას", რომელსაც ძალიან არ მოსწონს ქაოსი და ყალბი ბრწყინვალება.
უმჯობესია, დღესასწაული მშვიდ, მყუდრო გარემოში აღნიშნოთ ელეგანტურად სერვირებული ვახშმით და მინიმალური სიმბოლური მორთულობით ან სუფთა ჰაერზე, კოცონის გარშემო მოაწყოთ წვეულება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ზედმეტი „ტრიუკებისა" და თავის გამოდების გარეშე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შესაძლებელია მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ამბები...“ - 17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
⭕„განვიკითხებით ჩვენი დამოკიდებულებით სასუფევლის, ღვთისმსახურების მიმართ“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება
წყარო: imedinews.ge