
რას ვჭამთ სინამდვილეში? - აღნიშნულ საკითხზე, „იუთუბის“ არხზე ჟურნალისტი გვანცა დარასელია პოდკასტში „Gvantsa's Podcast・გვანცას პოდკასტი“, მიწვეულ სტუმართან, სურსათის უვნებლობის სპეციალისტ ირაკლი არაბულთან საუბრობს, რომელმაც საზოგადოებას საინტერესო რეკომენდაციები გაუზიარა.
გვანცა დარასელია: ვირის და ცხენის ხორცი ქართულ ბაზარზე რეალობაა?
ირაკლი არაბული: რეალობაა ნამდვილად, რომ ქართულ დახლებზე შესაძლოა ვირის ან ცხენის ხორცს შეხვდეთ, როგორც საქონლის (ძროხის) ხორცს. ერთ-ერთ სოფელში აღმოჩნდა კუსტარული სასაკლაო, სადაც იკვლებოდა ცხენი და ხდებოდა რეალიზაცია, ისეთ ადგილებში, სადაც არ ხდებოდა სახელმწიფო კონტროლი. პირველი წესი, ვეცადოთ, რომ ხორცი შევიძინოთ იქ, სადაც აუცილებლად მოწმდება და სახელმწიფო ახდენს ამ ობიექტის კონტროლოსა და რეგულარულ შემოწმებას ან უნდა შევიძინოთ ბაზრის ტერიტორიაზე, რადგან ნებისმიერი ბაზარი მოწმდება და რეგისტრირებულია ის.
გვანცა დარასელია: როგორ ამოვიცნოთ ვირის ან ცხენის ხორცი?
ირაკლი არაბული: ვიზუალური მონაცემებით ძალიან ძნელია ამის ამოცნობა. არსებობს რამდენიმე მეთოდი, ამბობენ, რომ ძალიან დიდი ნეკნების ძვალი უნდა ჰქონდეს და მუქი ხორცი ცხენისას, თუმცა ეს არ არის უტყუარი დამამტკიცებელი. მაგალითად, იმით არის ეს ხორცები საფრთხის შემცველი, რომ არ მოწმდება მისი წარმომავლობა, რამდენად ჯანმრთელია. როდესაც ძროხის დაკვლა ხდება, ის შემოწმებულია. ეს ცხენი კი ისეთ ადგილას იკვლება, სადაც ანტისანიტარიაა და ა.შ. კლავენ ცხენს იმიტომ, რომ ან დაბერდა, ან ფეხი მოტყდა და თავისი დანიშნულებას კარგავს“, - ამბობს სპეციალისტი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: