
ეს ამბავი ყველას სმენია, თუმცა ისტორია არავინ იცის. მითები ლექტორზე და მის 33 სტუდენტზე უკვე საქართველოს მისტიკური წარსულის თაროებზე იმტვერება, თუმცა მას ყოველთვის შორი-ახლო დავტრიალებთ და რაღაც ახლის აღმოჩენას ვცდილობთ.
ჩვენც ასე, ახლის ძიებაში, 26 წლის შემდეგ, ახალი მეთოდებით დავიწყეთ რეზო გაბრიაძის, იგივე თეოფილე მალაქიას ძებნა და სოციალურ ქსელში წავაწყდით.
რაც უნდა მოულოდნელი იყოს, ის კოვბოის ქუდითა და შავი სათვალეებით დაგვხვდა.
აი, როგორ გამოიყურება დღეს კაცი, რომელმაც საკუთარი რელიგია შექმნა და 33 სტუდენტი უცხოეთში ბედისა თუ რწმენის საძებნელად გაიყოლა.
მათ შორის იყო 22 ბიჭი და 11 გოგონა. მათი ოჯახები ახალგაზრდების, უკვე შუა ხნის ქალებისა და კაცების კვალზე ჯერ კიდევ ვერ გადიან.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი ჯერ თურქეთში დასახლდნენ, სადაც ერთ ტომად ცხოვრობდნენ. მოგვიანებით მათი კვალი იკარგება. ჟურნალისტებმა და სტუდენტების ოჯახის წევრებმა მათთან დაკავშირება არაერთხელ სცადეს, თუმცა პასუხი ან საერთოდ არ ყოფილა ან იყო, მაგრამ აგრესიული და არაფრისმომცემი.