Digest Logo

როგორ გამოვიცნოთ სისხლის ჯგუფის მიხედვით ადამიანის ხასიათი?

1746869104
სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ოთხი ჯგუფი არსებობს და იმის მიხედვით, თუ რომელი ჯგუფის სისხლი გაქვთ, უკეთ შეძლებთ საკუთარი ხასიათის უცნაურობების ამოხსნას და საკუთარი ორგანიზმის გაგებას.

1. პიროვნების ტიპი:

I ჯგუფი: პრაქტიკული, მიზანდასახული, ყურადღებიანი, მგრძნობიარე;

II ჯგუფი: თანამგრძნობი, მოწესრიგებული, მოხერხებული, ლიდერი

III ჯგუფი: დაფიქრებული, მარჯვე, მეგობრული, შედეგზე ორიენტირებული;

IV ჯგუფი: რაციონალური, მშვიდი, ძლიერი, თავისუფალი აზროვნებით.

2. რეაქცია სტრესზე:

I ჯგუფი: პერიოდულად იციან განრისხება, რაც შთამომავლობითია. თუმცა სიმშვიდე შეუძლიათ უცბად დაიბრუნონ - ამისთვის საკმარისია რაღაც სასიამოვნოს ვიზუალიზაცია (წარმოსახვაში სასურველი რეალობის დანახვა სახეებით);

II ჯგუფი: ზედმეტად მგრძნობიარეები არიან. სტრესთან გამკლავებას და ძალების აღდგენას დიდ დროს ანდომებენ. დასამშვიდებლად სასმელი სჭირდებათ;

III ჯგუფი: ძირითადად წყნარი ხალხია. ზოგჯერ წყობიდან გამოდიან და საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებენ, თუმცა ამ დროს საკმარისია მშვიდი სუნთქვა და ჰარმონიას უცებ იბრუნებენ;

IV ჯგუფი: შესანიშნავად უმკლავდებიან სტრესს. მათი წონასწორობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, აქტიურობა და ფიზიკური დატვირთვა ბრწყინვალედ ეხმარება მათ დაძაბულობის მოხსნაში.

3. სიმსუქნის მიზეზები:

I ჯგუფი: მოუწესრიგებელი კვება;

II ჯგუფი: ხორცი და შაქრის შემცველი პროდუქტები;

III ჯგუფი: შემწვარი პროდუქტი და პური;

IV ჯგუფი: უმოძრაობა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„დაასრულეთ წარსულში დარჩენილი საქმეები და იფიქრეთ განახლებაზე...“ - გიორგი ლობჯანიძე 12 მაისის სავსემთვარეობაზე

⭕„საოცარი კადრებია...“ - რუსა ჩაჩუა ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„ბაბუებსაც აქვთ საკუთარი მოლოდინები...“ - რას წერს გია მურღულია შვილიშვილზე?

წყარო: funtime.ge