Digest Logo

საიდან იღებს სათავეს წყევლა? - სიტყვის ძალა თუ ბნელი ენერგია

1759836265
წყევლაწყევლა

ადამიანს ყოველთვის სჯეროდა, რომ სიტყვას შეუძლია არა მხოლოდ შეყვარება და გამხნევება, არამედ განადგურებაც. სწორედ ამ რწმენიდან გაჩნდა ცნება „წყევლა“ -  ბნელი ენერგია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შიშის, ზეგავლენისა და შურის იარაღად იქცა.

წყევლის ისტორია ისეთივე ძველია, როგორც თავად ადამიანი. ჯერ კიდევ შუმერთა და ბაბილონელთა ნაგებობებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ტაბულები, რომლებზეც მოხსენიებულია „სიტყვით დასჯა“ - რიტუალი, რომლის მიზანიც იყო მტრის დასუსტება ან მისი ბედის შეცვლა. ძველ ეგვიპტეში კი ფარაონთა სამარხებში ჩაწერილი იყო დამცავი წყევლები, რომლითაც ისინი თავიანთ საფლავებს აჩრდილებით იცავდნენ.

ბიბლიაშიც არაერთხელ ვხვდებით წყევლის მოტივს — დაწყებული ადამისა და ევას ისტორიისგან, დამთავრებული ისრაელის ხალხის მიმართ გაცხადებული ღვთის განაჩენით.

ქრისტიანული მოძღვრება წყევლას ადამიანის სიტყვიერ ცოდვად მიიჩნევს და ასწავლის, რომ ყოველი გამოთქმული ნეგატიური სიტყვა საკუთარ ენერგიაში ბრუნდება.

ეზოტერიკული თვალსაზრისით, წყევლა განიხილება, როგორც დაბალი ვიბრაციის ენერგეტიკული შეტევა, რომელიც გავლენას ახდენს მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი მასში სჯერა და შინაგანად ეთანხმება ამ ენერგიას. თანამედროვე ფსიქოლოგიაც ამ ხედვას ნაწილობრივ იზიარებს - შიშისა და უარყოფითი რწმენის შედეგად, ადამიანი თავად იწვევს არასასურველ გამოცდილებებს.

დღეს, როცა სიტყვა კვლავ რჩება ყველაზე ძლიერ იარაღად, წყევლა ნაკლებად მაგიური და უფრო ფსიქოლოგიური ფენომენია - რწმენისა და შიშის ერთგვარი შეხამება, რომელიც გვახსენებს, რომ სიტყვას ყოველთვის აქვს ძალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ გჭირდება სრულყოფილება, მხოლოდ მოძრაობა, იმის კეთება, რაც გულით გსიამოვნებს“ - თუ გაქვს შეგრძნება, თითქოს არაფერი გამოგდის, ძალა აღარ გაქვს, ეს ვიდეო შენთვისაა!

„დღეს 5 თვის გახდა“ - გიორგი კეკელიძე შვილის უახლეს ფოტოს გვიზიარებს

ძლიერი ენერგია, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის: ყველაზე იღბლიანი დღე 2025 წლის ბოლომდე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის