Digest Logo

საინტერესო ფაქტები ადამიანის სიმაღლის შესახებ

1694717340
სიმაღლესიმაღლე

ადამიანის საშუალო სიმაღლედ მიღებულია 165 სმ მამაკაცებისათვის და 154 სმ — ქალებისათვის, თუმცა სხვადასხვა ეთნოგრაფიულ-ტერიტორიულ ჯგუფებს შორის სიმაღლის მიხედვით განსხვავება 40-41 სმ აღწევს.  
 
1936 წლის ივნისში ჩინეთში აღმოაჩინეს სოფელი, რომლის მცხოვრებეთა სიმაღლე 120 სმ-ს არ აღემატება;

ყველაზე ტანდაბალი ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია, ანდამანის კუნძულებზე მცხოვრები ონგეს ტომია. მე-20 საუკუნის ბოლომდე ტომის მხოლოდ რამდენიმე წევრმა მოაღწია.

1970 წლის ოქტომბერში ბრაზილია-პერუს საზღვარზე ჯუჯების ტომი აღმოაჩინეს. ტომში მცხოვრები ადამიანების სიმაღლე, არა უმეტეს, 105 სმ-ია.

არსებობს ვერსია, რომ ტანდაბალი ადამიანები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან. მაგალითად, შვედეთის მეფეს გუსტავუს ადოლფუსს თავის არმიაში ჯუჯა ჯარისკაცების მთელი პოლკი ჰყავდა.

ტანდაბლები იყვნენ: ნაპოლეონ ბონაპარტი (168 სმ); ჩარლი ჩაპლინი (165 სმ); მოცარტი (163 სმ); ბეთჰოვენი (162 სმ); შუბერტი (156 სმ) და ა.შ.

როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი საშუალო სიმაღლის ადამიანები აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობენ. მაგალითად: ჩადის სამხრეთში, სარას ტომის მამაკაცის საშუალო სიმაღლე 182 სანტიმეტრია.

სუდანში, მდინარე ნილოსის სანაპიროს გასწვრივ მცხოვრები დინკას ტომის მამაკაცის საშუალო სიმაღლე კი 176 სმ.

როდის იცვლება ადამიანის სიმაღლე?

დღის განმავლობაში ადამიანის სიმაღლე საშუალოდ 2 სმ-ით იცვლება - დილას ყველაზე მაღალია, თუმცა დღის განმავლობაში (ვერტიკალურ მდგომარეობაში) ხერხემლის მალები ერთმანეთზე ჯდება და ადამიანი „მოკლდება“. ღამით, ადამიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გდადის და ხერხემალი პირვანდელ მდგომარეობას აღიდგენს.

კოსმონავტების სიმაღლე, რომლებიც უწონადობის მდგომარეობაში ხანგრძლივად იმყოფებიან, 5-8 სანტიმეტრით იზრდება. ეს საკმაოდ საშიშია, რადგან ხერხემალი სიმტკიცეს კარგავს. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კოსმონავტის სიმაღლე თანდათან პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ადამიანის სიმაღლე გარდაცვალების შემდეგ საშუალოდ 5 სანტიმეტრით იზრდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მარიამ მათიაშვილის ქორწილში ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა იმღერეს - შთამბეჭდავი კადრები

🎥 ანნა სულაბერიძე ბაღში წავიდა - საბავშვო ბაღიდან გამოსულმა კი დედას სამომავლო გეგმები გაუმხილა

🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი

წყარო: funtime.ge