Digest Logo

სახლის დალაგებისა და წესრიგის შენარჩუნების იაპონური მეთოდი, რომელიც დროს და ძალისხმევას ზედმეტად არ დაგახარჯინებთ

1777124199
სახლის დალაგება

ჩვენ ხშირად ვუყურებთ დალაგებას როგორც რუტინას, რომლისთვისაც არც დრო გვყოფნის და არც ენერგია. თუმცა იაპონიაში წესრიგი ერთჯერადი „გენერალური შეტევა“ კი არ არის, არამედ ცხოვრების სტილისა და აზროვნების ნაწილია. იქ სივრცე აღიქმება, როგორც ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გაგრძელება. სწორედ ამიტომ, არეულ სახლს უკავშირებენ შფოთვასა და დაღლილობას, ხოლო სუფთას — სიწმინდესა და შინაგან სიმშვიდეს.

იაპონური დალაგების სისტემა აგებულია მარტივ, მაგრამ ღრმა პრინციპებზე, რომლებიც არა მხოლოდ სისუფთავის შენარჩუნებაში გვეხმარება, არამედ აზრების დალაგებაშიც.

რატომ არის იაპონური სახლები ყოველთვის სუფთა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
იაპონელები ნამდვილად არ ატარებენ შაბათ-კვირას ხელში მტვერსასრუტით და ტილოთი. მათი საიდუმლო არც განსაკუთრებული დისციპლინაა და არც სტერილურობის სიყვარული — ყველაფერი დამოკიდებულია ჩვევებსა და ნივთების მიმართ დამოკიდებულებაზე. იშვიათი, მაგრამ დამღლელი გენერალური დალაგების ნაცვლად, ისინი ყოველდღიურად ასრულებენ მოკლე, გააზრებულ მოქმედებებს.

ამ მიდგომის საფუძველში სამი ძირითადი პრინციპი დგას:

ყოველდღე მოაწესრიგეთ ბინის მცირე ნაწილი

„სოძი“ — ეს არის ყოველდღიური, მცირე დალაგების რიტუალი. საკმარისია დილით ან საღამოს 5–10 წუთი გამოყოთ: გაწმინდოთ აბაზანა, გარეცხოთ ჭურჭელი, დაალაგოთ ნივთები თავიანთ ადგილზე, მოიწმინდოთ იატაკი მხოლოდ ერთ ოთახში ან გარეცხოთ ერთი ფანჯარა. ეს არ აძლევს არეულობას დაგროვების საშუალებას.

ასეთი დალაგებისას მნიშვნელოვანია, რომ იყოთ „აქ და ახლა“ — არ ჩართოთ პოდკასტები და არ იფიქროთ სხვა საქმეებზე. განმეორებადი, მარტივი მოძრაობები ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დღის სწორად დაწყებაში გეხმარებათ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მსგავსი რიტუალები ამცირებს შფოთვის დონეს და ქმნის კონტროლისა და პროგნოზირებადობის შეგრძნებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრესულ პერიოდებში.

დალაგება საათის ისრის მიმართულებით და ზემოდან ქვემოთ

„ოოსოძი“ — ეს არის ღრმა, გააზრებული დალაგება, რომელსაც ტრადიციულად ახალ წლამდე ატარებდნენ, რათა „დახურონ“ ცხოვრების ძველი ეტაპი. დღეს ამას გენერალურ დალაგებას ვუწოდებთ. აუცილებელი არ არის ყველაფრის ერთ დღეში გაკეთება — მთავარია პროცესის ეტაპებად დაყოფა.

ამ მეთოდის ძირითადი პრინციპებია:

მოძრაობა წრეზე — დაიწყეთ შესასვლელიდან და იმოძრავეთ საათის ისრის მიმართულებით. ასე არც ერთი ადგილი არ გამოგრჩებათ და პროცესიც ლოგიკურად დასრულდება.

ზემოდან ქვემოთ — ჯერ გაწმინდეთ ზედა ზედაპირები და სანათები, შემდეგ ავეჯი და ბოლოს იატაკი, რათა მტვერი უკვე გაწმენდილ ადგილებზე აღარ დაბრუნდეს.

განახლება — ეს დალაგება მხოლოდ სისუფთავე არ არის, არამედ ენერგიის განახლებაც. შეცვალეთ მძიმე ზამთრის ფარდები მსუბუქით, დაამატეთ ახალი ავეჯი, ჭურჭელი ან დეკორი, მოიშორეთ ვიზუალური ქაოსი — დამალეთ კაბელები, ჩაალაგეთ ფეხსაცმელი ერთნაირ ყუთებში, ზამთრის ნივთები შეინახეთ საწოლის ქვეშ. მცირე ცვლილებებიც კი ქმნის სიახლისა და შთაგონების განცდას.

რაც ნაკლები ნივთია, მით მარტივია წესრიგის შენარჩუნება

„დანშა-რი“ — ეს არის ნივთებთან გააზრებული დამოკიდებულების ფილოსოფია. იგი სამი ნაბიჯისგან შედგება: ზედმეტი შეძენისგან უარის თქმა, არასაჭირო ნივთებთან განშორება და ნივთებზე ემოციური მიჯაჭვულობის შემცირება.

მნიშვნელობა მარტივია: რაც ნაკლები ნივთი გაქვთ, მით ნაკლები ძალისხმევა გჭირდებათ წესრიგის შესანარჩუნებლად.

იაპონელები გვირჩევენ, ყოველი შეძენის წინ საკუთარ თავს სამი კითხვა დავუსვათ: სად შევინახავ ამას? რამდენად ხშირად გამოვიყენებ? უკვე ხომ არ მაქვს მსგავსი რამ?

ეს „ფილტრი“ მნიშვნელოვნად ამცირებს სპონტანურ შეძენებს.

როცა ნივთები დიდი რაოდენობით გროვდება, დროა „შიდა ფილტრი“ ჩავრთოთ. თუ ნივთი რამდენიმე თვეა არ გამოგიყენებიათ, დიდი ალბათობით, ის აღარ გჭირდებათ. სახლში უნდა დარჩეს მხოლოდ ის, რაც ამარტივებს ცხოვრებას, თვალს ახარებს ან განწყობას გიმაღლებთ.

იაპონელები ახალ შენაძენსაც გაცვლად აღიქვამენ: თუ რაღაც ახალი შემოდის სივრცეში, რაღაც ძველმა უნდა დატოვოს იგი ანუ სანამ რაიმე არასაჭიროს იყიდით, ჯერ რაღაც არასაჭირო უნდა გაყიდოთ ან გადააგდო. ამაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ ემშვიდობება სული საყვარელ ოჯახს: გარდაცვლილის მიერ გამოგზავნილი 3 ნიშანი

⭕„ურანს ყოველთვის მოაქვს გათავისუფლება და ეს ქაოსი შექმნის სივრცეს, სადაც გაჩნდება სიახლე“ - რას მოიტანს ურანის ტყუპებში გადასვლა და როგორ იმოქმედებს ეს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

⭕„აიღეთ ფურცელი დაწერეთ ის, რაც ხელს გიშლით და ის, რის მიღწევაც გსურთ“ - სატურნის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ