მეტაფიზიკოსი და ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ახალ წინასწარმეტყველებას გვიზიარებს და საზოგადოებას აფრთხილებს.
იგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და როგორც თავად ამბობს საქართველო აიცილებს უდიდეს დარტყმებს.
„დღეს არის 28 თებერვალი და ზუსტად გვიწერია 2025 წელს დაწყებული საფუძველი მესამე მსოფლიო ომის, რომელიც გასტანს დაახლოებით წელიწად-ნახევარი, ორი წლის განმავლობაში.
ძალიან დიდი დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდება არა მხოლოდ ირანი, არამედ საფრთხე ექნებათ ისრაელს.
აქტიურობაში მოვა რუსეთი სხვა 2 ქვეყანასთან ერთად, ის აერთიანებს მის დროშას ამ ორ ქვეყანასთან ერთად რის შედეგადაც ხდება დიდი თავდასხმა, დაპირისპირება და სისხლის ღვრა. ირანი მარტო არ იქნება, ეს ზუსტად შემიძლია გითხრათ.
უფალმა დაიფაროს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იქ ცხოვრებენ. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ის აიცილებს უდიდეს დარტყმებს, უბრალოდ საქართველოს ცა გამოიყენებენ.
რომ გვეცოდინება ყველაფერი დალაგდა რუსეთი სწორედ მაშინ დაიწყებს საკუთარი პოზიციებს გამოყენებას და მოქმედებას.
ამ წელს მოიმატებს ვულკანების ამოფრქვევები და სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებიც!! გვახსოვდეს ის რომ საქართველო არის დაცული!!!“, - ამბობს გოგა მანია.
ცნობისთვის, 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. რასაც ირანის საპასუხო ქმედებები მოჰყვა, მათ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. ისრაელში სირენების ხმა ისმის, ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. დახურულია აეროპორტები.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გოგა მანიას წინასწარმეტყველება ირანი - ისრაელის ომთან დაკავშირებით ახდა