Digest Logo

„საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტეშია, არ გადარჩება საქართველო ქრისტეს გარეშე, არ გადარჩება!“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1742988114
თეოდორ გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებიდან ამონარიდს:

„ნუ გრცხვენიათ თქვენი სარწმუნოების,
ამაზე დიდი ღირსება არ გაქვთ,
და სამშობლოს გადარჩენა,
საქართველოს გადარჩენა - მხოლოდ ქრისტეშია;
არ გადარჩება საქართველო, ქრისტეს გარეშე,
არ გადარჩება,
სხვა არაფერი გვაქვს ჩვენ,
არაფერი,
ერთადერთი რაც გვაქვს ქმედითი, არა პოტენციური, არამედ ქმედითი,
ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება,
მის გარეშე ვერაფერი სიკეთე ვერ იქნება საქართველოში,
ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს,
ან პირდაპირი გაგებით,
ან ცხოვრების წესით,
ან თავისი გულგრილობით, მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში,
მასთან პურის ჭამაც კი არ შეიძლება,
არასდროს აქედან არაფერი არ გამოვა.
კიდევ ვიმეორებ,
იმიტომ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოატარა ეს ძვირფასი საუნჯე,
და ისე უცნაურად გამოატარა,
რომ ჩვენში მწვალებლობებიც კი არ იყო,
განხეთქილებაც არ იყო, საოცრად,
მაგრამ არა ჩვენი ღირსების გამო - არამედ ღვთის წყალობით,
ვერ იქნება, რომ ქართველმა კაცმა ქრისტეს უღალატოს და კარგი სამშობლო მოიწყოს,
დაიმახსოვრეთ,
იმიტომ კი არა, რომ წინასწარმეტყველი ვარ,
არამედ იმიტომ, რომ - ეს არის ჭეშმარიტება,
ქრისტეს გარეშე ქართველ კაცს
არასოდეს,
არაფერი,
არ გამოსვლია“,- აღნიშნულია ქადაგებაში.