დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა გურამ ოთხოზორიამ გამოცემა „ზმნასთან“ ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე და დანიშნულებაზე ისაუბრა.
მღვდელი განმარტავს, რომ აზრი, თითქოსდა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა მხოლოდ ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის არის მიზანშეწონილი, სიმართლეს არ შეესაბამება. არგუმენტს კი პავლე მოციქულის სიტყვებით ამყარებს:
„უნდა დატკბნენ ერთმანეთით და უნდა მიეცნენ ერთმანეთს თავიანთ სასიყვარულო ურთიერთობაში. მიიჩნევა რომ სექსუალური ურთიერთობა არის შვილთასხმისთვის, როგორც სახარებაში ისე სულიერებაში. ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენ მოძღვრებს გვაქვს თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალება. ეკლესია დღემდე ვერ მოვიდოდა, რომ არ ჰქონდეს სხვადასხვა ინტერპრეტაცია. ეკლესია არის ქრისტეს სხეული, რასაც ჭეშმარიტებამდე მივყავართ, ზედმეტ ჭეშმარიტებას ფანატიზმში გადავყავართ.
ცალმხრივად სექსუალური ურთიერთობა არ არის მხოლოდ შვილთასხმისთვის. მე დავადასტურებ ამას პავლე მოციქულის სიტყვებით: „ნუ დაშორდებით ერთმანეთს, გარდა ურთიერთშეთანხმებისა, რათა მოიცალოთ ლოცვისა და მარხვისთვის, რათა სატანამ არ გაცდუნოთ თავშეუკავებლობით“. აქ არ წერია ის რომ ცოლი უნდა მოიყვანო შვილებისთვის. ყველას ჰყავდეს თავისი ცოლიო, ისევ პავლე ამბობს, რათა თავშეუკავებლობით მრუშობაში არ ჩავარდეო.
ცოლი და ქმარი არ არის ორი, არამედ არის ერთი სხეული და სული. ეს ისეთი რაღაცა არის, რომ ამ საკითხზე არავინ არ უნდა დასვას კითხვა. ეს ინტიმი, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის, არ უნდა გაიგოს სხვამ. არ შეიძლება ეს. ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ღმერთს რომ უნდოდეს ადამიანს წესრიგში მოიყვანდა, თუმცა უფლებას აძლევს რომ თავისი თავი დაასრულონ. ადამიანი საკუთარი ცოდვებით გონს მოდის. ამიტომ იმ კატეგორიულობას, რომლებსაც მოძღვრები აკეთებენ, მე არ ვეთანხმები“, - ამბობს მღვდელი გურამ ოთხოზორია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ურთიერთობებში სუფევს ფლირტი...“ - 4 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი
⭕ „ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა...“ - 4 აგვისტოს ენერგიები