
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მომღერალი ნუცა თოფურია დედაზე საუბრობს და მის შესახებ ემოციურ ისტორიებს ჰყვება. როგორც ნუცა ამბობს, მშობლის მოულოდნელი გადაწყვეტილებით დღეს იგი სცენაზე დგას.
„ეხოზე რომ წავედი და მითხრეს გოგოაო, ზუსტად ისეთი გოგო წარმოვიდგინე, როგორიც შენ ხარ”, - დედის ეს სიტყვები ნუცა თოფურიას ცხოვრების მთავარი მოტივაცია გახდა.
„მელოდია, რომელიც დედას მახსენებს ეს არის „იავნანა“. ის არის სიმშვიდის და სიწყნარის განსახიერება და ადამიანი ყველას იმედი“, - ამბობს მომღერალი.
როგორც ნუცა ინტერვიუში საუბრობს, დედა მისთვის მთავარი მოტივატორია, რომელმაც ყველაფერი დათმო შვილებისთვის.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საუკეთესო მეგობარი, მიყვარხარ“ - დათუნა მგელაძეს მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს